|
| 1921 |
|---|
ლონდონს ბრექსიტის გამო ტრილიონი სტერლინგის აქტივები ტოვებს
| საკონსულტაციო გიგანტ „ერნსტ ენდ იანგის“ ინფორმაციით, ბრექსიტის წინ, ლონდონს დაახლოებით ტრილიონი სტერლინგის (1.32 ტრილიონი დოლარი) ღირებულების აქტივები ტოვებს. მათი მფლობელები ოფისებს ევროკავშირის სხვადასხვა დიდ ქალაქში ხსნიან. პარალელურად, ბრიტანეთი 7 000-მდე მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს კარგავს. ბანკები, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ლონდონში არიან ბაზირებული, ევროკავშირის დიდ ქალაქებში საკუთარ ჰაბებს აფართოებენ, რათა თავიდან აიცილონ ის წყვეტა, რაც ბრექსიტის შემდგომ არის მოსალოდნელი. ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ გასვლის ბოლო ვადას გადაიტანენ, რადგან ამას მხარი ბრიტანეთის პარლამენტმა დაუჭირა და მალევე ამავე საკითხის ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებას, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ეცდება. „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ წინა კვარტალში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიტანეთიდან 800 მილიარდი სტერლინგის ღირებულების აქტივების ევროკავშირში გატანა იყო მოსალოდნელი. ახალი მოხსენების შესაბამისად კი ეს რიცხვი ტრილიონამდე დამრგვალდა. კომპანიებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულება დუბლინია, სადაც თავისი დაწესებულების გახსნას 28 კომპანია აპირებს. გარდა ამისა, კომპანიები ოფისებს ფრანკფურტში, ლუქსემბურგში, პარიზში და სხვა ქალაქებში ხსნიან. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
23-09-2021 European Union in Georgia |
|---|
|
02-04-2019 გენადი არველაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების მიმდინარეობა გააცნო |
|
03-03-2019 სურსათის ეტიკეტირების ახალი წესი ამოქმედდა |
|
13-11-2019 სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციის ხელშეწყობა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით |