Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა - ამჯერად რეკლამის გამო
ნავიგატორი
1726


Google ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევროთი დააჯარიმა - ამჯერად რეკლამის გამო

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Google ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დააჯარიმა. ამჯერად ჯარიმამ 1,5 მილიარდი ევრო შეადგინა და ამის საფუძველი მის საძიებო სისტემაში კონკურენტი კომპანიების რეკლამების გამოჩენის დაბლოკვაა. საჩივარი ეხება კომპანიის მხრიდან მესამე მხარის კონკურენტებს, რომელთა რეკლამები ამერიკულმა კომპანიამ 2006-2016 წლის განმავლობაში მისი დომინანტური პოზიციის შედეგად დაბლოკა.

„Google-მა გაიმყარა საკუთარი დომინანტური როლი საძიებო რეკლამაში და ამ გზით დაიცვა საკუთარი თავი კონკურენტებისგან, ამისთვის კი აწარმოა ანტიკონკურენტული შემზღუდავი მოლაპარაკებები მესამე მხარის საიტებთან. ეს არის უკანონო ქმედება ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის თანახმად“, - განაცხადა ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა.

როგორც ცნობილია, Google-ის მფლობელი Alphabet რეკლამებიდან წლიურად ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალს იღებს. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში 30,7 მილიარდი დოლარის შემოსავალი ონლაინ რეკლამიდან მიიღო.

ცნობისთვის, ეს არის რიგით მესამე ჯარიმა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომელიც ევრომარეგულირებელმა ამერიკულ კომპანიას დააკისრა. როგორც „ბიბისი“ წერს, გასულ წელს ევროპის კონკურენციის სააგენტომ კომპანია 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმა „ანდროიდ“ სისტემებზე მონოპოლიური მდგომარეობის გამო, ხოლო 2017 წელს 3 მილიარდი დოლარით - კონკურენტი ონლაინ კომპანიებისთვის ონლაინ შოპინგის დროს ხელის შეშლისთვის.

21-03-2019

წყარო: bpn.ge

24-05-2019

პაშა ბანკი „პრო ბონო მარათონი 2019-ის“ მონაწილეა

22-03-2019

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა

21-02-2019

Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

05-06-2019

ვითიბი ბანკმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

24-05-2019

პაშა ბანკი „პრო ბონო მარათონი 2019-ის“ მონაწილეა

22-03-2019

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა

21-02-2019

Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ