|
| 2328 |
|---|
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აპტოსის საკონფერენციო დარბაზში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ
| ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბძნელაშვილი დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემებზე შემოსავლების სამსახურის უფროსისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ. მხარეებმა ასევე პრობლემატური საკითხებისა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გადასახადის გადამხდელებთან, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობა და აქტიური თანამშრომლობაა. ,,დღევანდელი სამუშაო შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან გამჭვირვალეს ხდის ურთიერთობას და ამცირებს მომავალში საგადასახადო რისკებს. ჩვენი მიდგომა ყველა კომპანიის მიმართ საერთოა და მხოლოდ კანონის მოთხოვნას ეფუძნება. არარსებობს გამონაკლისები და შეღავათები ცალკეული კომპანიების მიმართ.”- განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. შეხვედრას საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დადისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია ესწრებოდნენ. |

04-04-2019
წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
|
29-08-2019 ევროკავშირის მეცნიერების ორგანიზაციის- Euraxess -ის დირექტორი: „კეთილი იყოს თქვენი ამბიციური იდეებით შემოსვლა ჩვენს ამბიციურ ორგანიზაციაში” |
|---|
|
04-04-2019 ყოველ ხუთშაბათს, “ნიკორა სუპერმარკეტი” „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს უპრეცედენტო ფასდაკლებას შესთავაზებს |
|
11-05-2023 ესტონეთში 6-7 ოქტომბერს დაგეგმილ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტზე დასასწრებლად რეგისტრაცია დაიწყო |
|
06-09-2019 აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი შემცირდა |