თიბისი ბანკის გუნდს გიორგი არველაძე შეუერთდა
ნავიგატორი
2148


თიბისი ბანკის გუნდს გიორგი არველაძე შეუერთდა

თიბისი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, თიბისი კაპიტალში საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს.

გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდში შემოერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია "რეფორმატიკსში" საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას. პარალელურად, 2017-2019 წლებში გიორგი არველაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო.

2016-2017 წლებში გიორგი არველაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოში ფარმაციის სფეროში ყველაზე დიდ მოთამაშეს.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში მუშაობამდე, გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, ის ამავე ბანკის დირექტორი იყო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, ხოლო შემდეგ საოპერაციო დირექტორი.

უფრო ადრე, გიორგი არველაძე ლონდონში, კომპანია BNP Paribas-ში მუშაობდა სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარი დილერის პოზიციას იკავებდა.

გიორგი არველაძე ფლობს Midwestern State University-ის ( აშშ) ბიზნესის ბაკალავრის ხარისხს და London Business School-ის ბიზნესის მაგისტრის ხარისხს.

04-04-2019

წყარო: newposts.ge

02-08-2023

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

12-06-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი

13-01-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

17-07-2023

მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება

02-08-2023

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

12-06-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი

13-01-2023

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ეკონომიკის ოლიმპიადა გაიმართება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ