PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს
ნავიგატორი
2178


PWC-საქართველოს აკადემია ადამიანური რესურსების სპეციალისტებს CIPD-ის პროგრამებს სთავაზობს

ცნობისთვის: CIPD არის ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთა პროფესიული ასოციაცია, რომელიც 1913 წელს დაარსდა. სათაო ოფისი მდებარეობს უიმბლდონში, ლონდონში (დიდი ბრიტანეთი). ამ სფეროში მსოფლიოს უძველესი ასოციაცია აერთიანებს კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორებში დასაქმებულ 145 000-ზე მეტ წევრს მსოფლიოს მასშტაბით. 

CIPD-ის პროგრამების უნიკალურობა მისი სტრუქტურაა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანური რესურსების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, განავითარონ ისეთი უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამუშაო გარემოსთან ადაპტირებაში და საკუთარი ორგანიზაციების სასარგებლოდ ამ სფეროს სტრატეგიულ რგოლად გარდაქმნაში. 

„ვამაყობთ იმით, რომ პროგრამების ექსკლუზიური წარმდგენები საქართველოში ვართ ჩვენ, რათა დავეხმაროთ ადამიანური რესურსების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, გაიღრმავონ ცოდნა, მნიშვნელოვნად აიმაღლონ კვალიფიკაცია და, რაც მთავარია, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება,“ - განაცხადა იან სტეფან-მა, PwC ევრაზიის აკადემიის ლიდერმა და CIPD-ის სერთიფიცირებულმა ტრენერმა. 

დღეს, 15:00 საათზე, PwC საქართველო უმასპინძლებს პირველ ონლაინ სემინარს CHRP და CHRM პროგრამების თაობაზე. სემინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ: 
• უშუალოდ გაესაუბრონ ჩვენს ტრენერს იან სტეფანს, რომელსაც აკადემიური მოღვაწეობის მდიდარი გამოცდილება აქვს მსოფლიოს სამ კონტინენტზე. 

• მოხვდნენ ადამიანური რესურსების სპეციალისტთა გარემოცვაში, რათა სწორი არჩევანი გააკეთონ შემოთავაზებულ ორ პროგრამას შორის. ჩვენ დაგეხმარებით იმ პროგრამის შერჩევაში, რომელიც უფრო მიზანშეწონილია თქვენი პოტენციალის სრულად გამოვლენისა და შემდგომი კარიერული წინსვლისთვის. 

სემინარზე დასწრება შესაძლებელია, როგორც PwC საქართველოს ოფისში (მერაბ ალექსიძის ქ. 12, მე-7 სართული) - ამისათვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით: https://goo.gl/forms/6CeGQ9411mNkmKgn1 ან დაესწროთ ონლაინ რეჟიმში Google Hangout Meet პროგრამის საშუალებით: meet.google.com/tsy-phia-isf

18-02-2019

წყარო: bm.ge

03-03-2019

რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე?

15-03-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით

12-09-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი

18-03-2019

ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან

18-03-2019

ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან

03-03-2019

რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე?

15-03-2019

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით

12-09-2019

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ