|
| 1920 |
|---|
ფულადი გზავნილების მოცულობა 4.5%-ით გაიზარდა
| საქართველოში შემოსაულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის მარტში $138 მლნ (371 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა. ევროკავშირის ქვეყნების წილი 1 წელიწადში 33.9%-დან 38.3%-მდე გაიზარდა, გზავნილების მოცულობა გაზრდილის იტალიიდან, საბერძნეთიდან, გერმანიიდან... გზავნილები გაზრდილია ასევე აშშ-დან და უკრაინიდან. რუსეთი კვლავ რჩება ლიდერ სახელმწიფოდ გზავნილების მოცულობაში, თუმცა მისი წილი 1 წელიწადში 28.9%-დან 25.6%-მდე შემცირდა. |

15-04-2019
წყარო: pia.ge
|
10-05-2019 ოთარ ანგურიძე - ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მინისტრი ექსპერტებსა და ეკონომისტებს გვხვდება |
|---|
|
25-05-2023 ახალციხე პირველ რეგიონულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს |
|
16-05-2019 აშშ ფოთის ტერმინალის მშენებლობას $50 მილიონით დააფინანსებს |
|
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |