|
| 1835 |
|---|
საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციები მოსალოდნელზე იაფად გაიყიდა
| ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე 10 მაისს Uber-ის აქციებზე ვაჭრობა 42 დოლარიდან დაიწყო. ეს ფასი კი აქციების პირველადი განთავსების ღირებულებაზე დაბალი იყო, რადგან ბირჟაზე აქციები 45 დოლარად განთავსდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. CNBC-ის ცნობით, საფონდო ბირჟაზე პირველივე დღეს Uber-ის აქციათა ფასი 7,6%-ით დაეცა და საბოლოოდ ერთი აქცია 41,57 დოლარად ივაჭრებოდა. აქციების გაყიდვის პირველ დღეს, ჯამში Uber-მა 180 მილიონი აქცია (თითო 45 დოლარად) 8.1 მილიარდ დოლარად გაყიდა. კომპანია აქციების გაყიდვას 44-50 დოლარად ვარაუდობდა. |

13-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
30-04-2019 დიდ ბრიტანეთში ქართული ქვევრის ღვინის მუზეუმი გაიხსნა |
|---|
|
28-02-2019 მიწის მდგრადი მართვის სააგენტო - ახალი სსიპ, რომელიც 800 ათასით ლარით დაფინანსდება |
|
10-10-2022 ოქსფორდის სტრატეგიული ლიდერობის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო |
|
22-02-2019 გერმანია საქართველოს 10 მილიონით დოლარით დაეხმარება |