ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება
ნავიგატორი
2900


ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საბერძნეთში გაიყიდება

ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიასადა ესპანეთში გაიყიდება- როგორც კომპანია "Ku biki"-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამჟამად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ახალ კომპანიასთან, რომელთაც ქართული სათამაშოების შეძენა სურთ, ესენია: გერმანული (Helga Kreft) ფრანგული (Nathan) და ბერძნული(Tsironis) და ჰოლანდიური (Bodde). გასულ წელს კომპანია სათამაშოებს გერმანიასა და საფრანგეთში ყიდდა, წელს კი საექსპორტო არეალი ფართოვდება. 

"წარმადობა 50-ჯერ გავზარდეთ და აბსოლუტურად მზად ვართ დიდი რაოდენობით შეკვეთების მისღებად, ინვესტიციის ჩადება საწარმოში ამჟამადაც გრძელდება, სხვადასხვა ტექნოლოგიურ ხაზს ვნერგავთ, მაგალითად სამღებრო და საბეჭდ ტექნოლოგიებს, რომელიც წამოღებულია გერმანელებისგან და მათი რჩევით ინერგება. შესაბამისად, ნედლეული, კერძოდ, საღებავი და საბეჭდი მასალაც გერმანულია. რაც შეეხება ხეს, ის ადგილობრივია, ჩვენ ვაფართოებთ ამ მიმართულებასაც, ნედლეული არ იქნება მხოლოდ წიფელი, გამოვიყენებთ აკაციის, ნეკერჩხლის, ცაცხვის, ბლის, თუთის მასალასაც, დაახლოებით რვა სახეობის ქართული ხისგან დავამზადებთ სათამაშოებს; ამ თემაზე ამჟამად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან“ - განაცხადა დავით კაციტაძემ. 

მისივე განმარტებით, ამჟამად საწარმოში მუდმივად ექვსი ადამიანია დასაქმებული, მალე კი ოთხი ადამიანის დამატება იგეგმება, რომლებიც ახალ - სამღებრო განყოფილებაში იმუშავებენ. კომპანიას ასევე ჰყავს დიზაინერი და კონსტრუქტორი, რომლებიც თითოეული სახეობის სათამაშოზე ინდივიდუალურად მუშაობენ.

23-02-2019

წყარო: bm.ge

31-05-2019

აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სახლის ქირაობა თვეში $1,5 მილიონი ღირს

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

01-05-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის მუზეუმს ხსნიან

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

31-05-2019

აშშ-ის ყველაზე ძვირადღირებული სახლის ქირაობა თვეში $1,5 მილიონი ღირს

24-06-2019

DCFTA საინფორმაციო ცენტრის მიღწევები

01-05-2019

ოკუპირებულ აფხაზეთში ფულის მუზეუმს ხსნიან


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ