ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000104 დასრულებული

ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)

წყარო: EU, OECD, UNECE

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2020
საიტზე დამატებულია
22.01.2019

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ტრანსსასაზღვრო მდინარეებზე. პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენს წყლის რესურსების მიმართულებით შემუშავებული პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტებისა და სტრატეგიების თანხვედრის უზრუნველყოფა ევროკავშირის ჩარჩო დირექტივასთან, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვისა და შესაბამის მრავალმხრივ გარემოსდაცვით ხელშეკრულებებთან.


მოსალოდნელი შედეგები:

→ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპებისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების შესაბამისად;

→ მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავება და განხორციელება წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად;

→ ინფორმაციის (Lessons learnt) რეგულარული შეგროვება, გავრცელება და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.


მიზნობრივი ტერიტორია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა

სფერო: წყლის რესურსები

დონორი: EU, OECD, UNECE

განმახორციელებელი: OECD, UNECE, EU Member State Consortium

საკონტაქტო პირი: ზურაბ ჯინჭარაძე

ტელეფონი: +995 593 080 011

ბიუჯეტი: EUR 24,5 mln.


ევროკავშირის წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის (EUWI+)