ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000105 დასრულებული

მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში-წყლის რესურსების კომპონენტი (G4G)

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
31.08.2019
საიტზე დამატებულია
22.01.2019

პროექტის აღწერა:

G4G –„მმართველობა განვითარებისათვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი, 19.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების ხელშეწყობით. პროექტი შედგება 5 კომპონენტისგან, მათ შორის არის წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესება;


პროექტის მოსალოდნელი შედეგი:

წყლის რესურსების მართვის გეგმები, რომლებიც ასახავენ GOG-ის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესს, ხორციელდება, რათა უზრუნველყონ საქართველოს მტკნარი წყლის რესურსების მდგრადი გრძელვადიანი გამოყენება;


მიზნობრივი ტერიტორია: თბილისი-მცხეთა-მთიანეთი

სფერო: წყლის რესურსები

დონორი: აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) - https://www.usaid.gov/georgia

განმახორციელებელი ორგანიზაცია: დელოიტ ქონსალტინგი;

ტელეფონი: +995 (32) 224 01 15/16;

მისამართი: ფალიაშვილის ქ. N 85, თბილისი, საქართველო; ვებ-გვერდი:

საკონტაქტო პირი: ნატო ბერუაშვილი

ელ-ფოსტა: nberuashvili@g4g.ge

ბიუჯეტი: 19.329.928 USD

(2 500 000 USD წყლის კომპონენტზე)


მაილსტონები:

1. საქართველოში ზედაპირული წყლის ობიექტების იდენტიფიკაციის, რეფერენსული მდგომარეობის და კლასიფიკაციის სისტემების შესახებ“ სახელმძღვანელო დოკუმენტის პროექტის შემუშავება და საჯარო განხილვა;

2. სემინარი (კონფერენცია) საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გამწმენდის ინოვიაციური ტექნოლოგიების გაცნობაზე და საქართველოში მათი დანერგვის შესაძლებლობებზე.


მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში- წყლის რესურსების კომპონენტი (G4G)