ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა
წყარო: იაპონიის საელჩო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.04.2019
- საიტზე დამატებულია
- 22.01.2019
პროექტის აღწერა:
იაპონიის საელჩო საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დაახლოებით 4-6 პროექტი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, სოციალური დაცვა, სამედიცინო მომსახურება, განათლება და სხვა.
განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა: 10 აპრილი, 15:00 თბილისის დროით.
თითო გრანტის საორიენტაციო მოცულობა : 70 000 აშშ დოლარი
პროექტის ხანგრძლივობაა : 1 წელი.
მონაწილეობის მიღება შეუძლია : 2-წლიანი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციას ან მუნიციპალიტეტს (მერიას).
რა ტიპის ხარჯები შეიძლება დაფინანსდეს?
მშენებლობა ან რეაბილიტაცია ან მძიმე ტექნიკის შეძენა
პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება ხელფასი, დღგ, მიმდინარე ხარჯები (კომუნალური, ადმინისტრაციული), მხოლოდ ერთჯერადი აქტივობები (ტრენინგები, საინფორმაციო ღონისძიებები).
პროექტი უნდა ემსახურებოდეს მწვავე საზოგადოებრივი პრობლემის მოგვარებას და სარგებლიანი იყოს მინიმუმ 100 ადამიანისთვის; პროექტი უნდა იყოს მდგრადი და ფუნქციონირებდეს მინიმუმ 10 წელი დასრულებიდან.
პირველი ეტაპის სააპლიკაციო ფორმები ხელმისაწვდომია აქ: http://www.ge.emb-japan.go.jp/georgian/grassroots/apply.html
საჯარო კონსულტაციები გაიმართება იანვრის ბოლოს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები საგრანტო პროგრამის შესახებ. საჯარო კონსულტაციაზე რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს (სადაც მითითებულია საჯარო კონსულტაციის ზუსტი დროც): https://goo.gl/forms/1IbSFilwOf8eWdpF3
დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: grassroot2@tb.mofa.go.jp