ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001079 დასრულებული

საგრანტო კონკურსი

წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

განაცხადის ბოლო ვადა
04.04.2022
საიტზე დამატებულია
17.02.2022

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის (შემდგომში - კონკურსი) მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების (მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.

საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

14 მარტიდან 4 აპრილის 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

11 აპრილის 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

აპრილი - ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;

აპრილი-მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;

მაისი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;

ივნისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;

ივნისი - საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.

ჯგუფური კონსულტაციები:

28 თებერვალი, 31 მარტი - 14:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე, შეხვედრის წინა დღეს)

1-ელი აპრილი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;

კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:

პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:

სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2) - ივსება GMUS-ში

  • საპროექტო წინადადება (დანართი 3)

  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში, გენერირდება და იტვირდება პროექტის რეგისტრაციისას

  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5) - ივსება GMUS-ში

  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6) - ივსება GMUS-ში

  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- (GEO/ENG)

  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 8 - (GEO/ENG)

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან, პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის

საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12) - ივსება GMUS-ში

  • საპროექტო წინადადება (დანართი 13)

  • პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4) - ივსება GMUS-ში

  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16) - ივსება GMUS-ში

  • პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17) - ივსება GMUS-ში

  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დანართი 7- GEO/ENG)

  • პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი 14 (GEO/ENG)

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ

  • ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის

ელექტრონული რეგისტრაციის ბმული

გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:

  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;

  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;

  • დამატებითი კითხვებისათვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე otg@rustaveli.org.ge

კოორდინატორი:

ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები)

568 88 37 57

otg@rustaveli.org.ge

გისურვებთ წარმატებებს!


წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი