ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001086 დასრულებული

კონკურსი გადამამუშავებელი დანადგარების შეძენაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
07.03.2022
საიტზე დამატებულია
25.02.2022

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების/ინფორმაციის/კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს გადამამუშავებელი დანადგარები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია დამახარისხებელ დანადგარზე, კალიბრატორზე (2 ერთეული), 20-ტონიან ელექტრო სასწორზე, დამახარისხებელ მაგიდაზე კონვეიერით, საპრეს დანადგარზე, საშრობ ღუმელსა და დაფნის ტოტებისა და ღეროების საფქვავ დანადგარზე შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2022 წლის 17 მარტამდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2022 წლის 20 აპრილი.
მიწოდების ადგილი: სოფელი ნოჯიხევი, ხობის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება შვიდ ლოტად:

ლოტი #1: დამახარისხებელი დანადგარი
ლოტი #2: კალიბრატორი (2 ერთეული)
ლოტი #3: 20-ტონიანი ელექტრო სასწორი
ლოტი #4: დამახარისხებელი მაგიდა კონვეიერით
ლოტი #5: საპრესი დანადგარი
ლოტი #6: საშრობი ღუმელი
ლოტი #7: დაფნის ტოტებისა და ღეროების საფქვავი დანადგარი.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

შეთავაზებების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 7 მარტი.


წყარო: http://jobs.ge