ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000111 დასრულებული

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“

წყარო: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2021
საიტზე დამატებულია
23.01.2019

პროგრამის შესახებ :

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.

პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.


მიზნები :

  • სტიმული მიეცეს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას.

  • მოხდეს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის და კერძო სექტორის გაძლიერება.

  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში განხორციელდეს ინვესტიციები. შედეგად, გაუმჯობესდება ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.


ამოცანები :

  • ახალგაზრდებზე მორგებული დაფინანსების მოდელების შექმნა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს წამოიწყონ ბიზნეს საქმიანობა და ამავდროულად მოახდინონ საკუთარი გეგმების რეალიზება.

  • დაფინანსების მიღებამდე და დაფინანსების პროცესში მათი სწორი ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფა, რათა განხორციელდეს გეგმების სწორი ფორმაცია.

  • დაფინანსების შემდგომი დახმარება, რათა გეგმების განხორციელების პროცესში გაუმკლავდნენ გამოწვევებს.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://danida.apma.ge