ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #001550 დასრულებული

მიკრო საგრანტო კონკურსი

წყარო: ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

განაცხადის ბოლო ვადა
10.10.2023
საიტზე დამატებულია
28.09.2023

კონკურსის შესახებ:

ახალგაზრდული ორგანიზაცია "ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების კოორდინირებული ადვოკატირება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ვალდებულებების განხორციელებისთვის" ფარგლებში აცხადებს მიკრო საგრანტო კონკურსს აჭარაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და კახეთში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე ახალდაფუძნებული ორგანიზაციებისთვის და საინიციატივო ჯგუფებისთვის.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადაა 2023 წლის 10 ოქტომბერი, 23:59 საათი.

საგრანტო კონკურსის პირობებთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნა შესაძლებელია წერილობით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: smallgrants.cer@gmail.com


წყარო: https://jobs.ge/