უსაფრთხოების თემატიკაზე კვლევის საგრანტო კონკურსი
წყარო: ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 20.10.2023
- საიტზე დამატებულია
- 09.10.2023
კონკურსის შესახებ:
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) იწვევს კვლევითი პროფილის ორგანიზაციებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით" ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო კონკურსის მიზნებია:
** მხარი დაუჭიროს კვლევითი ორგანიზაციების მიერ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კვლევების შექმნას;
** გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა კვლევების თემატიკის გარშემო;
** ხელი შეუწყოს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით კვლევების თემატიკაზე დისკუსიების დაწყებას;
** უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემმუშავებლებსა და აღმსრულებლებს დაეხმაროს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
მნიშვნელოვანი დეტალები:
თითოეული გრანტის მოცულობა მინიმუმ 15, 000 და მაქსიმუმ 20, 000 ევრო
გრანტის ხანგრძლივობა: 4 თვე
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 20 ოქტომბერი, 17:00 სთ: (თბილისის დროით)
განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, ელ. ფოსტაზე: info@irc.ge
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და შესაბამისი ფორმების შესახებ გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები.
წყარო: https://jobs.ge/