|
1337 |
---|
ბრენდინგი - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001685
Categories:
City: ყველა
Registratiom period
Start: 11 Dec 2023 10:00:00
End: 31 Dec 2024 10:00:00
ექსპორტის სტიმულირების პროგრამა
ტექნიკური დახმარების კომპონენტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. კერძოდ, ბენეფიციარ კომპანიებში ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრას და ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმების დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს საექსპორტო პროდუქტების და სერვისების დივერსიფიკაციას, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე სექტორების და პროდუქტების იდენტიფიცირებას, საქართველოს მასშტაბით დასაქმების ადგილების შექმნას და საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.
პროგრამის განახლებული პირობების თანახმად:
ბრენდინგის კომპონენტში უკვე არსებულ ბენეფიციარს, ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემდეგ, არ აქვს უფლება ხელმეორედ გააკეთოს განაცხადი ამავე კომპონენტით სარგებლობისთვის.
ბრენდინგი / რებრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვის კომპონენტი გულისხმობს პროექტს, რომელიც შედგება მომსახურების შემდეგი ელემენტ(ებ)ისგან:
- ბრენდის ჩამოყალიბებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოიცავს ბრენდის ელემენტების შექმნას (ვიზუალიზაცია – სახელი, ლოგო, ბრენდბუქი, კორპორატიული ფერები, ფონტები. ბრენდის გზავნილის შექმნა – სლოგანის მეშვეობით) მოცემული ელემენტებიდან მინიმუმ სამის გათვალისწინებით;
- რებრენდინგი (ვიზუალიზაცია – სახელი, ლოგო, ბრენდბუქი, კორპორატიული ფერები, ფონტები. ბრენდის გზავნილის შექმნა– სლოგანის მეშვეობით) მოცემული ელემენტებიდან მინიმუმ სამის გათვალისწინებით;
- პროდუქციის შეფუთვა ბრენდბუქის შესაბამისად;
ტექნიკური დახმარების ბრენდინგის კომპონენტით შეიძლება ისარგებლონ IV კატეგორიის საწარმოებმა, რომლებიც საქმიანობენ შემდეგი მიმართულებით: ბმული;
აპლიკაციის შევსებისთვის პირი რეგისტრირებული უნდა იყოს ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიის პროფილი გამოქვეყნებული (published) უნდა იყოს აღნიშნულ პლატფორმაზე. ქვემოთ იხილეთ ბმული (სარეგისტრაციო ვიდეო სახელმძღვანელო)
http://tradewithgeorgia.com/Exporters-Guide
მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ბრენდინგის მომსახურება მიიღოს მხოლოდ ადგილობრივი მომსახურების გამწევისგან, რომელიც ოპერირებს ბრენდინგის სფეროში, კერძოდ მისი საქმიანობა დასტურდება შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის კოდით და წინა პერიოდში შესრულებული სამუშაოს ანგარიშით (პორტფოლიო).კომპანიის მიერ შერჩეული მომსახურების მომწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
• აუდიტის დასკვნა იმის შესახებ, რომ მის მიერ მომსახურების შესყიდვისთვის წარმოდგენილი შეთავაზება საბაზრო ფასის შესაბამისია;
• სამი სხვადასხვა შეთავაზება, სადაც მის მიერ შერჩეული მომსახურების ფასი არ უნდა აღემატებოდეს ხსენებული სამი შეთავაზების საშუალო ფასს 20% პროცენტით;
აპლიკანტის მიერ განაცხადის გაკეთების ეტაპზე წარმოდგენილი შეთავაზებები უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
ბენეფიციარი ვალდებულია სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში წარმოადგინოს ჩაბარებული პროექტი მატერიალური ან/და ელექტრონული სახით.
მომსახურების სახე |
მომსახურებით მოსარგებლე უფლებამოსილი პირი |
სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება |
ბენეფიციარის პროცენტული თანამონაწილეობა |
ბრენდინგი/პროდუქტის შეფუთვა |
IV ზომითი კატეგორიის საწარმო |
IV კატეგორია - 90 % |
IV კატეგორია - 10% |
სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა, ბრენდინგი/პროდუქციის შეფუთვის მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის შეადგენს არაუმეტეს 20 000 ლარი.
პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტს მოეთხოვება წარმოადგინოს პროექტის მიზნობრიობის დასაბუთება, რომელმაც მათ შორის უნდა გასცეს პასუხი შემდეგ კითხვებს:
პროექტის მიზნობრიობის დასაბუთებაში სიტყვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600-ს.
სააგენტო დაფინანსების პროცესში იხელმძღვანელებს წარმოდგენილ ინვოისში დაფიქსირებული ჯამური თანხით, მიუხედავად იმისა მიმწოდებელს წარმოეშვება თუ არა ამ მომსახურებაზე დამატებით გასაწევი ხარჯი
წყარო: აწარმოე საქართველოში
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა;
დამატებულია: 15-02-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2024
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 27 დღე;
29-01-2024 SELECTUSA PITCH COMPETITION 2024 |
---|
07-05-2022 საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |
26-03-2024 სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი |
11-08-2023 ტექნიკური დახმარების პროგრამა |