|
2183 |
---|
ინდივიდუალური ექსპო გრანტი (IT) |
უნიკალური ნომერი: 001738
ინდივიდუალური ექსპო გრანტი მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის დამატებითი შესაძლებლობის შექმნას, რომლის საშუალებით კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენაში.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიები მთელი წლის განმავლობაში შეძლებენ განაცხადის შევსებას და სააგენტოსგან თანადაფინანსების მოპოვებას.
პრიორიტეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი/სია განისაზღვრება გერმანიის საერთაშორისო გამოფენათა ასოციაციის ოფიციალური გვერდიდან, https://www.auma.de/en
სამიზნე საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
თანადაფინანსების სქემა:
საწარმოს კატეგორია |
სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება |
პირველი კატეგორიის საწარმო (მხოლოდ მომსახურების სექტორისთვის) |
60% (არაუმეტეს 5000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
მეორე კატეგორიის საწარმო (მხოლოდ მომსახურების სექტორისთვის) |
70% (არაუმეტეს 5000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
მესამე კატეგორიის საწარმო |
80% (არაუმეტეს 5000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
მეოთხე კატეგორიის საწარმო |
90% (არაუმეტეს 5000 ევროს; აშშ დოლარის; ფუნტი სტერლინგისა) |
თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ზომით კატეგორიაზე. ბენეფიციარის მიერ ინვოისის და სრული გადახდის ქვითრის წარმოდგენის შემდგომ ანაზღაურდება თანხა თანადაფინასების ცხრილის შესაბამისად (სააგენტო ბენეფიციარს ურიცხავს თანხას), ღონისძიების დასრულებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში.
საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გადასახდელი თანხა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ ღონისძიებასთან დაკავშირებული, გაწეული ან/და გასაწევი მიზნობრივი/კვალიფიციურიხარჯის მიხედვით. სააგენტოს თანადაფინანსების თანხა გამოითვლება აღნიშნული ჯამის შესაბამის პროცენტულ ოდენობაზე გამრავლებით. ღონისძიებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ბენეფიციართან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სააგენტოს მხრიდან არ ანაზღაურდება.
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება:
ამასთან, სივრცე და მასზე აშენებული სტენდი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 20 კვ.მ (იგულისხმება თანადაფინანსების თანხის გავრცელების მასშტაბი).
წყარო: აწარმოე საქართველოში
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; სხვა;
დამატებულია: 04-04-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-12-2024
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 27 დღე;
10-02-2023 საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი |
---|
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
26-03-2024 სათემო ორგანიზაციების წლიური საგრანტო კონკურსი |
15-02-2024 საერთაშორისო ქსელში შესვლა - ექსპორტის სტიმულირების პროგრამა |