|
711 |
---|
საგრანტო კონკურსი |
უნიკალური ნომერი: 001745
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის-” ფარლებში, CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან, ქედისა და გურიის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებთან ერთად (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსებს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებისათვის.
საგრანტო კონკურსის მიზანია, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების პრიორიტეტების შესაბამისად, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თემების კეთილდღეობის და ყოფითი პირობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა, კონკურენტული სასოფლო–სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, ინოვაციური პროექტების განხორციელება, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
საგრანტო კონკურსებში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი, 17:00 საათი.
ოზურგეთის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/cnazmw
ლანჩხუთის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/0c33bp
ჩოხატაურის საგრანტო კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: https://rb.gy/vblpxv
_
ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს “მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია, სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობის, სოფლის ინკლუზიური განვითარებისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.
მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
წყარო: CENN
რეგიონი: გურია;
პროექტის მიმართულება: განათლება, მეცნიერება, ტრეინინგი; გარემოს დაცვა; სპორტი, კულტურა და ხელოვნება; ბიზნესი, წარმოება, მრეწველობა, ვაჭრობა; სხვა; ტურიზმი;
დამატებულია: 08-04-2024
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-05-2024
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 12 დღე;
01-09-2022 ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა |
---|
29-01-2024 SELECTUSA PITCH COMPETITION 2024 |
06-02-2024 არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა |
30-04-2024 მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა |