მუჰამედ ბინ ზაიედის სახეობების დაცვის ფონდის გრანტი (Mohamed bin Zayed Species Conservation Fund)
წყარო: მუჰამედ ბინ ზაიედის სახეობების დაცვის ფონდი (Mohamed bin Zayed Species Conservation Fund), არაბთა გაერთიანებული საამიროები
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.01.2027
- დარჩა 82 დღე
- საიტზე დამატებულია
- 10.11.2026
- ნახვები
- 19
Mohamed bin Zayed Species Conservation Fund მცირე გრანტებით უჭერს მხარს კონკრეტული სახეობის გადარჩენაზე ორიენტირებულ პროექტებს. ფონდის თქმით, დაფინანსება არ არის შეზღუდული რეგიონით ან სახეობის ჯგუფით — შესაძლებელია როგორც ცხოველების, ისე მცენარეებისა და სოკოების დაცვის პროექტები.
- პრიორიტეტი: IUCN-ის წითელი ნუსხის კრიტიკულად საფრთხეში მყოფი (CR), საფრთხეში მყოფი (EN) და მონაცემთა ნაკლებობის მქონე (DD) სახეობები
- ვის შეუძლია: საველე კონსერვაციონისტებს, მკვლევრებსა და ორგანიზაციებს ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან
- თანხა: ჩვეულებრივ $25,000-მდე, ძირითადად ერთწლიანი პროექტისთვის (უფრო დიდი გრანტი — მხოლოდ ფონდის მოწვევით)
- სააპლიკაციო ფანჯრები 2027: 4–31 იანვარი; 1–31 მაისი; 15 სექტემბერი – 15 ოქტომბერი
- უახლოესი ვადა: 31 იანვარი 2027 (პასუხი — დაახლ. აპრილის ბოლოს)
განაცხადის წარდგენამდე გაეცანით ფონდის კრიტერიუმებს და ხშირად დასმულ კითხვებს: speciesconservation.org — Grants