ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000295 დასრულებული

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი

წყარო: ზრდასრულთა განათლების ქსელი

განაცხადის ბოლო ვადა
02.11.2019
საიტზე დამატებულია
05.04.2019

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად ზრდასრულთა განათლების თემაზე.

ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ. კონკურსში განსახილველად მიიღება 2019 წლის იანვრიდან 2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე), ბლოგი, ტელე-რადიო სიუჟეტი, რეპორტაჟი ან ფოტო-რეპორტაჟი თემაზე: "საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები".

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 2 ნოემბერი.

კონკურსში გამარჯვებულისთვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო - 1000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო მასალები მოგვაწოდეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gaen.org.ge

საკონტაქტო პირი: ნინო ბაგრატიშვილი
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი
ტელ: (+995) 32 2 22 25 84;
ელ-ფოსტა: info@gaen.org.ge
ვებ-გვერდი: http://www.gaen.org.ge

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.

კონკურსი ტარდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.


თანდართული ფაილი: 212117_gaen_app_1941166.zip

წყარო: https://jobs.ge/?view=jobs&id=212117