GRETA პროექტი
წყარო: GRETA ადგილობრივი განვითარების ინიციატივა (LDI)
- განაცხადის ბოლო ვადა
- 30.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 04.09.2019
პროექტის შესახებ:
გაცნობებთ, რომ პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა აცხადებს საგრანტო იდეების მიღებას ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტში და მოგმართავთ თხოვნით, რომ არსებული ინფორმაცია მიაწვდინოთ თქვენი რესურსის შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს.
თანდართული ფაილის მეშვეობით გიგზავნით ორგანული სოფლის მეურნეობის კომპონენტის ფარგლებში შედგენილ საგრანტო იდეების აპლიკაციის ფორმას.
შევსებული აპლიკაცია მიიღება ქართულ ენაზე.
* თუმცა, შესაძლებლობის მიხედვით ქართულ-ინგლისურ ენაზე შევსებული აპლიკაციის წარდგენა სასურველია.
საგრანტო იდეის შევსებული აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა განისაზღვრა 30 სექტემბერი, 2019.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით მაქსიმალურად შევძლებთ ინფორმაციის მიწოდებას ყველა ადგილობრივ მეურნეებამდე და დაინტერესებულ პირამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ინფორმაციაზე.
phone: +995 591 447376
mobile: +995 599 368063
Lasha.Tchanturia@ada.gv.at