კონკურსი კვებითი მომსახურების უზრუნველყოფაზე
წყარო: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 21.09.2019
- საიტზე დამატებულია
- 16.09.2019
კონკურსის შესახებ:
ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების (ჯამში 2200 ადამიანზე მეტი) კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. გამარჯვებული მიმწოდებელი პასუხისმგებელი იქნება ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი"-ს ეკო-კამპუსის (ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 11) სასადილო სივრცის მართვასა და კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფაზე.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია:
** კომპანიის საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია;
** სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი;
** კომპანიის ფაქტობრივი მისამართი;
** გამოცდილება და საქმიანობის მოკლე აღწერილობა;
** სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სავარაუდო მენიუ და ფასები − წინადადებაში მითითებული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო გადასახადის ჩათვლით (მათ შორის დღგ); (აუცილებელია პრეტენდენტმა მიუთითოს შემოთავაზებული მინიმალური კერძების რაოდენობა დღის განმავლობაში);
** მომსახურე პერსონალის რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები;
** მზარეულების გამოცდილების აღწერა;
** თითოეულ საბუთს უნდა ჰქონდეს კომპანიის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
** გარდა მითითებული აუცილებელი დოკუმენტებისა, ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამატებითი საბუთები ან ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კომპანიებისგან.
აუცილებელი მოთხოვნები:
** მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს უნივერსიტეტის თანამშრომლებისა და სტუდენტების ნაციონალური ან/და საერთაშორისო მზა კერძების ფართო ასორტიმენტით მომარაგება და გაყიდვა;
** მომწოდებელს უნდა ჰყავდეს გამოცდილი მზარეულები (საწარმოში და არა - კაფეტერიაში);
** უნდა უზრუნველყოს, რომ მოხდეს სასადილო სივრცის დასუფთავება;
** მიმწოდებლის მიერ კაფეტერიის სივრცე უნდა იყოს მოწესრიგებული, სუფთა და აკურატულ მდგომარეობაში, სადაც საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
** მომწოდებელი უნდა იცავდეს საკვების მომზადების, შენახვისა და მომსახურების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და ჰიგიენის წესებს;
** მომწოდებლის მიერ გასაწევი მომსახურების პერიოდულობა და ხანგრძლივობა: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 20:30 სთ-მდე, თუ ურთიერთშეთანხმებით სხვა სამუშაო საათები არაა დადგენილი.
შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს:
** პროდუქციის ღირებულებას;
** ტრანსპორტირების ხარჯს;
** მომსახურებას;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს;
** სხვა ხარჯებს (კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე).
მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, ბოხუას ქ. 11, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კამპუსი.
დამატებითი პირობები:
** დამკვეთი უზრუნველყოფს გამარჯვებულ კომპანიას უკვე არსებული ყველა სასადილო ინვენტარით, რათა მოხდეს მომწოდებლის მხრიდან მომსახურების სრულყოფილად გაწევა;
** კაფეტერია მდებარეობს შენობის პირველ სართულზე;
** კაფეტერიის მთლიანი ფართობი შეადგენს 200 კვადრატულ მეტრს;
** კაფეტერია აღჭურვილია 25 მაგიდითა და 75 სკამით;
** უნივერსიტეტში 2019 წლის საშემოდგომო სემესტრის ფარგლებში აქტიური სტუდენტების რაოდენობა აღემატება 1800 ადამიანს, რომელთა დაახლოებით 70%-ზე მეტს შეადგენს უცხოელი სტუდენტი;
** შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადაყვანილი კომპანია, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის მიერ შემოთავაზებული მზა კერძების დეგუსტაციას თავისი ხარჯებით;
ააიპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, კაფეტერიის ფართი გამოიყენოს უნივერსიტეტის პრომოუშენისთვის, განათავსოს სტენდები, პლაკატები და ა.შ., თუმცა აღნიშნული არ შეაფერხებს მიმწოდებელს კვებითი მომსახურების უზრუნველყოფის საქმიანობაში.
ხელშეკრულების პირობები:
** ა(ა)იპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი ვადით. ვადის გასვლის შემდეგ შეფასდება გამარჯვებული კომპანიის საქმიანობა და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაფორმდება 1 (ერთი) წლიანი გენერალური ხელშეკრულება კონკურსში მითითებული შესყიდვის პირობის და ტარიფის გათვალისწინებით;
** საკონკურსო წინადადებაში წარმოდგენილი ფასები და მომსახურების პირობები უცვლელი იქნება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სხვა რამ არ იქნა დადგენილი;
** კომპანია განთავისუფლებული იქნება კომუნალური გადასახადისგან, მაგრამ ყოველ თვე გადაიხდის იჯარის თითო თვის საფასურს - 700 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
** გამარჯვებული მიმწოდებლის მხრიდან იჯარის ანაზღაურება განხორციელდება ყოველი თვის დასაწყისში, პირველ სამუშაო დღეს, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ააიპ "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" საბანკო რეკვიზიტებზე.
** თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვებითი უზრუნველყოფის მომსახურება არ აღმოჩნდება სრულყოფილი, მიმწოდებელი ვალდებულია, უნივერსიტეტის წარმომადგენლის მოთხოვნისთანავე, გამოასწოროს ეს ნაკლი.
** ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** თუ ხელშეკრულების რომელიმე მხარე დაარღვევს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას და პირობებს, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა, ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული გონივრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ (გამოიყენება წერილობითი ფორმა ან ამ ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაფრთხილების გაგზავნა).
** ხელშეკრულება, ასევე, შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
გამარჯვებულის გამოვლენა:
შესაბამისი კომიტეტი განიხილავს წარმოდგენილ ყველა საკონკურსო წინადადებას და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
** ფასი;
** მომსახურების პირობები;
** დღის განმავლობაში შეთავაზებული კერძების რაოდენობა;
** გამოცდილება (სასურველია მომწოდებელს ჰქონდეს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ საქმიანობაში).
დაინტერესებულმა პირმა საჭიროა გამოაგზავნოს ყველა ზემოაღნიშნული სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია შემდეგ ელ. ფოსტაზე: procurement@newvision.ge. საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ სიტყვა "კონკურსი - კვებითი მომსახურება".
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 21.09.19, 17:00 საათი.
სასადილოსთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე, გთხოვთ, მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს: კახი საბაშვილი, 551 24 48 48
კონკურსის პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გთხოვთ, მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირს: ნინო გეწაძე, 595 58 09 58.
წყარო : http://jobs.ge