კონკურსი ვებ-გვერდით დიზაინზე
წყარო: Delta Translation Group
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.10.2019
- საიტზე დამატებულია
- 19.09.2019
კონკურსის შესახებ:
მთარგმნელობითი კომპანია - "დელტას მთარგმნელობითი ჯგუფი" აცხადებს კონკურსს ინტერნეტ ლექსიკონის iword.ge-ს მთავარი გვერდის დიზაინზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრებს, დიზაინერებს, გრაფიკოსებს და ა.შ.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 18 ოქტომბრამდე გამოგზავნეთ თქვენი წინადადება მისამართზე: info@delta-group.ge
აღწერა:
უფასო ინტერნეტ ლექსიკონი iword.ge წარმოადგენს ინგლისურ-ქართულ და ქართულ-ინგლისურ მრავალდარგობრივ ლექსიკონს, რომელიც მოიცავს 400 000-მდე სიტყვასა და გამოთქმას. ლექსიკონში ძებნა შესაძლებელია, როგორც ზუსტი დამთხვევით, ასევე ტექსტში სრული ძებნით. ლექსიკონში შესაძლებელია მოიძებნოს როგორც ერთი სიტყვა, ასევე სამი სიტყვა პარალელურად - ანალიზური თარგმნის ჩანართის მეშვეობით.
ლექსიკონის მთავარი გვერდი შედგება:
** საძიებო ველი
** ინგლისურ-ქართული ღილაკი
** ქართულ-ინგლისური ღილაკი
** ფავორიტი სიტყვების შენახვის ღილაკი
** ლოგო
** ანალიზური თარგმნის ღილაკი
** კონტაქტის ღილაკი
** სრული ძებნის შედეგი
** მაგალითი წინადადებები
** ინგლისური განმარტებები
** სიტყვების ხმოვანი ჩანართები.
დიზაინმა უნდა მოიცვას ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი.
დიზაინი უნდა იყოს:
** ლექსიკონის თემატიკასთან შესაბამისი
** ადვილად აღქმადი
** თანამედროვე დიზაინის
** მარტივი და უნიკალური.
წინადადებების წარმოდგენა:
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს;
** წერილის თემაში გთხოვთ, მიუთითოთ - "დიზაინის კონკურსი iword.ge".
წარმოსადგენი ინფორმაცია:
** მომზადებული ხედვა ვებგვერდის დიზაინზე (მაკეტების რაოდენობა შეზღუდული არ არის, მხოლოდ შერჩევისა და კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მოხდება მაღალი რეზოლუციის ვექტორული ფაილების მოთხოვნა დამკვეთის შენიშვნების გათვალისწინებით);
** გამოცდილების ამსახველი მასალა (პორტფოლიო, ლინკები, კამპანიები და ა.შ.);
** სამუშაოს შესრულების ვადა;
** მომსახურების საფასური.
წინადადების განხილვა და შერჩევა:
წინადადებების შერჩევა მოხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: გამოცდილება (არსებული პორტფოლიო), ხედვა, შემოთავაზებული მომსახურების ფასი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: info@delta-group.ge
გისურვებთ წარმატებას!
წყარო : http://jobs.ge