კონკურსი ლოგოს შექმნაზე
წყარო: სერვისი-7
- განაცხადის ბოლო ვადა
- 21.12.2019
- საიტზე დამატებულია
- 22.11.2019
კონკურსის შესახებ:
შპს "სერვისი-7" აცხადებს კონკურსს ლოგოს შექმნაზე.
კონკურსის პირობები:
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს ლოგოს შექმნის გამოცდილება (გრაფიკოსი, მხატვარი, დიზაინერი).
** გამოყენებული თემა უნდა იყოს ერთის მხრივ პარკისა და მასთან ასოცირებული სიმბოლიკის ირიბი მინიშნება. მეორეს მხრივ - ე.წ. მინიატურების პარკის თემატიკა.
** ლოგოს ესკიზი უნდა იძლეოდეს საშუალებას სამომავლოდ, მისი გადატანა მოხერხდეს სხვადასხვა ფორმატის სარეკლამო მასალაზე.
** ლოგოს არ უნდა ჰქონდეს წარწერა.
** ლოგო უნდა შესრულდეს როგორც ფერად, ასევე თეთრ ზედაპირზე აღქმად ფერებში.
** გამარჯვებულ ლოგოზე პარკის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს ექსკლუზიური საავტორო უფლება.
** ლოგო წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც JPG ფაილის სახით, ასევე ვექტორული გამოსახულებით (Adobe Illustrator, Corel ან სხვა ნებისმიერი ვექტორული პროგრამა).
გამარჯვებულ ლოგოს გამოავლენს სპეციალური ჟიური, რომელიც ნამუშევრებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: 1. ვიზუალური მხარე; 2. კონცეფცია.
ჟიური საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კონფიდენციალური შერჩევის გზით, კონსესუსის პრინციპით.
კონკურსის ვადა - 30 კალენდარული დღე
გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 300 ლარის ოდენობით.
საკონკურსო ნამუშევრები მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.giovani@gmail.com
მნიშვნელოვანია კონკურსანტმა მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, ვინაობა და მოქმედი ანგარიშის ნომერი ლარში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 514 99 01 01 ან მოგვწეროთ giorgi.giovani@gmail.com
წყარო : http://jobs.ge