ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000610 დასრულებული

CENN აცხადებს ფოტოკონკურსს! WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა)

წყარო: CENN

განაცხადის ბოლო ვადა
29.12.2019
საიტზე დამატებულია
19.12.2019

კონკურსის შესახებ:

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ეკოკლუბებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიღონ თემატური ფოტოსურათი WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) საკითხებთან დაკავშირებით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

გადაიღოთ ფოტოსურათი და ატვირთოთ Facebook გვერდზე შემდეგი ჰეშთეგით: #მიაწოდე. (აუცილებელია, ატვირთული ფოტოსურათი იყოს საჯარო)

ფოტოსურათს უნდა დაურთოთ მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს თქვენთვის წყალი, სანიტარია და ჰიგიენა.

Facebook გვერდზე ატვირთული ფოტოსურათი და თქვენი მოსაზრება WaSH საკითხებთან (ან კითხვებთან) დაკავშირებით გადმოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
levan.gagoshvili@cenn.org
subject-ის ველში მიუთითეთ – “მიაწოდე“

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა:
29 დეკემბერი, 2019 წელი.

ფოტოკონკურსში გამარჯვებულ ეკოკლუბებს გადაეცემათ WaSH სასაჩუქრე პაკეტი და მთავარი პრიზი WaSH სამაგიდო თამაში “მიაწოდე”.

წარმატებებს გისურვებთ!

#მიაწოდე

აღნიშნული ფოტოკონკურსი ტარდება CENN-ის WASH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) პროექტის “WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის” ფარგლებში განხორციელდა, რომელიც Global Water Challenge-ისა და კოკა-კოლას ფონდის (TCCF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს ქვემო ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში.
პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ცნობიერების ამაღლება და Wash სტანდარტების დამკვიდრება თანამონაწილეობრივი გზით.


წყარო : http://environment.cenn.org/ge