სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი
წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 19.05.2020
- საიტზე დამატებულია
- 22.04.2020
პროგრამის შესახებ:
სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა "იმოქმედე ახლა"
საგრანტო თანხა: $500-დან $5000-მდე
პროექტების ხანგრძლივობა: 2 კვირიდან - 2 თვემდე
განაცხადების შემოტანის ვადა: ღია
შემოიტანე საპროექტო იდეა:
"აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) ACCESS-ის პროექტი აცხადებს სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსს არასამთვრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო მოძრაობებისა და მოქალაქეთა ჯგუფებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებს, სწრაფი რეაგირება მოახდინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისსა და გამოწვევებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს კრიზისის შემცირებისა და დაძლევისკენ მიმართულ სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:
** COVID-19-ის გავრცელების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა საფრთხეების მინიმიზაცია
** ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
** ნაციონალური ინტერვენციების ეფექტიანობის გასაზრდელად სექტორთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა
** COVID-19-ის კრიზისთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.
საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. იდეების ავტორებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოთავაზებული ინიციატივა მნიშვნელოვანია და მისი დროულად განხორციელება - კრიტიკული. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, "EWMI ACCESS"-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში - 3-7 დღეში განიხილავს და დაამტკიცებს.
საპროექტო იდეების წარდგენა:
** დარეგისტრირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) და დეტალური ბიუჯეტი (დეტალურად გაწერილი ხარჯები).
** არარეგისტრირებულმა სამოქალაქო ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ნივთების/სერვისების დეტალური ჩამონათვალი შესაბამისი ფასებით და შესაძლო მიმწოდებლებით.
სწრაფი რეაგირების გრანტების ფარგლებში არ დაფინანსდება:
** ორგანიზაციების მიმდინარე პროექტები
** სერვისის პირდაპირი მიწოდება, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარება
** ოფისის საოპერაციო ხარჯები (ქირა, კომუნალური გადასახადები, თანამშრომლების ხელფასები)
** ორგანიზაციები, რომელთა წლიური ბიუჯეტი არის $200 000 და მეტი
** უკვე გაწეული ხარჯები
პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა და სამოქალაქო ჯგუფებმა EWMI ACCESS-ს უნდა წარუდგინონ მოკლე პროგრამული ანგარიში. ორგანიზაციებმა დამატებით უნდა წარადგინონ ფინანსური ტრანზაქციების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სააპლიკაციო ფორმები მიიღება ელექტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე, შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ "სწრაფი რეაგირების გრანტი". სააპლიკაციო ფორმა იხილეთ დანართში ან ჩამოტვირთეთ "EWMI ACCESS"-ის ვებგვერდიდან (www.ewmi-access.org). კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მანანა ტატიშვილს, "EWMI ACCESS"-ის მონიტორინგისა და შეფასების და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტს, მისამართზე: mtatishvili@ewmi.org
ACCESS-ს აფინანსსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი" (EWMI). პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება.
წყარო:http://jobs.ge