projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
580


საქართველოს ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები

უნიკალური ნომერი: 000702

გრანტის შესახებ:

მიმღები: სულ მცირე ერთ წლიანი რეგისტრაციის მქონე მეწარმე სუბიექტი, 30 მილიონამდე წლიური ბრუნვით, აგრეთვე კონსორიუმები სადაც წამყვანი აპლიკანტი მეწარმე სუბიექტია

კონკურსის გამოცხადების სიხშირე: მუდმივად ღია, შედეგების გამოცხადება მოხდება კვარტალში ერთხელ

მოთხოვნილი გრანტის ოდენობა: მინიმუმ 150,000 ლარი. მაქსიმუმ 650,000 ლარი პროექტზე. მთლიანი პროგრამის განმავლობაში, აპლიკანტი/თანააპლიკანტი ვერ მიიღებს 650,000 ლარზე მეტს.

თანადაფინანსება: პროექტის ბიუჯეტის სულ მცირე 50%.

პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვემდე

თანადაფინანსების 650 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მიზანია მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესის ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან და რომლის სათავო ოფისი მოახდენს ოპერირებას საქართველოდან.

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები განმცხადებლისთვის:

  • საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშია

  • მეწარმე სუბიექტის წლიური ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 30 მილიონ ლარს

  • კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსში განაცხადის წარდგენამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე

  • კომპანიის წილის 50%ს ან მეტს არ უნდა ფლობდეს სხვა კომპანია

საკვალიფიკაციო კრიტერიუმები თანააპლიკანტ(ებ)ისთვის

  • საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონით, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი რომლის 51% კერძო საკუთრებაშია, ან/და

  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (საჯარო ან კერძო), ან/და

  • მეცნიერებათა აკადემიები ან სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები

თანადაფინანსების ინოვაციების გრანტების პროგრამა გაიხსნა 2019 წლის 22 მაისს და გაგრძელდება ორი წლის განმავლობაში.


წყარო: https://grants.gov.ge/ka

დამატებულია: 12-05-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 20-07-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 47 დღე;




31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

31-01-2019

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის შიდა ქართლში ახალ, ინოვაციურ პროექტს იწყებს

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

24-01-2019

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად


სიახლეების გამოწერა



















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ