ეკოლოგიური პროექტების საგრანტო კონკურსი
წყარო: ევროპის ფონდი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 06.07.2020
- საიტზე დამატებულია
- 09.06.2020
კონკურსის შესახებ:
ევროპის ფონდი ღია კარის პროგრამის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილობრივი თემების მობილიზაციას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში თემის მონაწილეობის უზრუნველყოფისა და/ან გარემოსდაცვითი კუთხით საჯარო პოლიტიკის მონიტორინგსა და ადვოკატირების მიმართულებით.
საგრანტო კონკურსის მიზანია მოქალაქეთა მობილიზაციის და ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვის მიმართულებით, გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებისა და სამთავრობო ინიციატივების, ეკონომიკური თუ ბიზნეს საქმიანობის მონიტორინგის გზით.
პროექტის მინიმალური ხანგრძლივობა 8, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა 12 თვეს უნდა შეადგენდეს (პროექტის სავარაუდო დაწყება 2020 წლის სექტემბერი, ოქტომბერი). საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ფონდის ღია კარის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამით დაფინანსებული პროექტების ანალიზმა აჩვენა, რომ მათი უმრავლესობის ბიუჯეტი შეადგენს 50,000-60,000 ლარს, რაც, უმეტეს შემთხვევაში, საგრანტო პროექტის მიზნებისა და ამოცანების მიღწევის საშუალებას იძლევა. ევროპის ფონდი განმცხადებლებს ურჩევს საპროექტო განაცხადის მომზადებისას ამ გარემოების გათვალისწინებას.
საგრანტო თანხების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პროექტის განხორციელებასთან პირდაპირ დაკავშირებული საქმიანობების დასაფინანსებლად.
განაცხადების წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს, ასევე, ადგილობრივი სსო-ების, სათემო ჯგუფებისა და მედია საშუალებების კოალიციებსა და ქსელებს. მედია საშუალებებს მხოლოდ კვალიფიციურ სსო-ებთან თანამშრომლობით შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობა. იმ შემთხვევაში, თუ თბილისში მოქმედი ორგანიზაცია წარმოადგენს რეგიონში განსახორციელებელ პროექტს, უპირატესობა მიენიჭება თანამშრომლობის არსებობას ადგილზე მოქმედ ორგანიზაციასთან.
დაინტერესებულ განმცხადებლებს შეუძლიათ წარმოადგინონ განაცხადები 2020 წლის 6 ივლისის 18:00 სთ-მდე, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@epfound.ge (გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: Eco Grant Competition და შესაბამისი მიმართულება: I მიმართულება, ან II მიმართულება)
საკონტაქტო ინფორმაცია
ევროპის ფონდი, თბილისი, კავსაძის ქ. 3, მე-2 სართული, ტელ.: 225 39 42/43.
საკონტაქტო პირი: ვიქტორ ბარამია, პროგრამის მენეჯერი (vbaramia@epfound.ge).
წყარო: https://regmarket.ge/?page=view&sub_page=tenders&tender_id=1244