საგრანტო კონკურსი
წყარო: USAID
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.08.2020
- საიტზე დამატებულია
- 28.07.2020
კონკურსის შესახებ:
საქართველოში შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს აპლიკაციების მიღებას (RFA) No.004/0720.
ძვირფასო განმცხადებელო,
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში საქართველოში შემგროვებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 აგვისტო (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. "ნაწილი III. ინფორმაცია განაცხადის წარდგენის შესახებ").
წყარო:http://jobs.ge