ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000772 დასრულებული

საგრანტო კონკურსი ხილ-ბოსტნეულის საშრობი საწარმ. მოწყობაზე

წყარო: USAID

განაცხადის ბოლო ვადა
05.10.2020
საიტზე დამატებულია
04.09.2020

კონკურსის შესახებ:

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

პროქტი ითვალისწინებს ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოების მოწყობას. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მცხოვრებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი, ან რეგისტრირებულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი მოაწყონ ხილისა და ბოსტნეულის საშრობი საწარმოები და მზად არიან გაწიონ ფინანსური და არაფინანსური (მუშა ხელი) თანამონაწილეობა.

გთხოვთ მიუთითოთ RFA No 116-3006-005-S-2020 ელექტრონული ფოსტის სათაურში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი.

დაგვიანებული ან არასრული განაცხადები არ განიხილება.


წყარო: http://jobs.ge