projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
222


RDP სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში

უნიკალური ნომერი: 000081

„სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ (RDP) პროექტი არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც ხორციელდება მერსი ქორფსის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD II) ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი, საზოგადოებაზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში. პროექტის ხანგრლივობა 24 თვეა (1 ნოემბერი 2016 წელი - 31 ოქტომბერი 2019 წელი) პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1,250,000 ევროს შეადგენს.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურენობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ფერმერებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში. 2013-2020 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონი ევროა (I ფაზა – € 52 მილიონი, II ფაზა – € 50 მილიონი)

„სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ (RDP)პროექტი ეფუძნება ევროპული ლიდერ (LEADER) პროგრამის პრინციპებს. ლიდერი (LEADER) არისფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ქმედებათა კავშირი სოფლის ეკონომიკისა და განვითარებისთვის.

LEADER მიდგომის გამოყენების დროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფები იყენებენ ადგილობრივ რესურსებს, რათა განსაზღვრონ პრიორიტეტები და საჭიროებები ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით. იგი მხარს უჭერს და აფინანსებს საგრანტო განაცხადებს ადგილობრივი თემებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის

„LEADER” მიდგომას შვიდი ძირითადი პრინციპი აქვს:

  • მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

  • ქვემოდან ზემოთ მიმართული თანაშრომლობა და სტრატეგიების განხორციელება

  • ადგილობრივი საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობა: ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი

  • ინტეგრირებული და მრავალდარგობრივი საქმიანობები

  • ინოვაცია

  • თანამშრომლობა

  • კავშირები


პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და პარტნიორები

„სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ (RDP). პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციაა მერსი ქორფსი. იგი არის ჰუმანიტარული და განვითარების საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროგრამებს მსოფლიოს 42-ზე მეტ ქვეყანაში. მისი სათაო ოფისები განლაგებულია აშშ-ში, ორეგონის შტატში, ქ. პორტლანდში, და დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიაში, ქ. ედინბურგში. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.mercycorps.org

საქართველოში მერსი ქორფსმა უკვე განახორციელა არაერთი პროექტი, რომელსაც აფინანსებდა სხვადასხვა საერთაშორისო დონორი/კომპანია, როგორიცაა EU, USAID, BP, KfW, SDC, იაპონიის საელჩო.

მერსი ქორფსმა ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამის ფარგლებში 2015 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და ანგუსის საბჭოსთან (შოტლანდია) პარტნიორობით, და ასევე ავსტრიის მაღალმთიანი და ნაკლებად მისადგომი ტერიტორიების ფედერალური ინსტიტუტის (BABF) მხარდაჭერით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში განახორციელა „ლიდერის“ მსგავსი საპილოტე პროექტი - „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“. ანალოგიური საპილოტე პროექტები განხორციელდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საო. ქეა საერთაშორისო (Care International) მიერ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ადამიანი გაჭირვებაში (People in Need) მიერ. 2017 წლის პირველი ნოემბრიდან მერსი ქორფსი ევროპის სოფლის განვითარების „ლიდერ“ ასოციაციის (ELARD), საო. ქეა საერთაშორისო (Care International) და ადამიანი გაჭირვებაში (People in Need) პარტნიორობით და კოორდინაციით ახორცილებს უკვე ერთობლივ პროექტს „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ (RDP) რომელიც წარმოადგენს წინა პროექტების ფაქტობრივ გაგრძელებას (მე-2 ფაზას), სადაც სამივე ორგანიზაცია წინა წლებში დანერგილი მეთოდოლოგიით, მეტი ურთიერთკოორდინაციით და ELARD - ის მხარდაჭერით გააგრძელებს შესაბამის საპილოტე მუნიციპალიტეტებში (მერსი ქორფსი -ბორჯომში; ქეა საერთაშორისო—ლაგოდეხში და ადამიანი გაჭირვებაში- ყაზბეგში) პროექტის განხორციელებას.


ბორჯომის განვითარების ჯგუფი (LAG)

ბორჯომის განვითარების ჯგუფი არის ნებაყოფლობითი ორგანო, რომელიც შედგება კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისგან. ბორჯომის განვითარების ჯგუფის წევრობა უსასყიდლოა. ბორჯომის განვითარების ჯგუფი შედგება 26 წევრისაგან. სადაც „ლიდერ“ პრინციპის თანახმად, კერძო სექტორის წარმომადგენლების რიცხვი აღემატება საჯარო სექტორის წარმომადგენლების რიცხვს. ბორჯომის განვითარების ჯგუფი არის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და ასრულებს შემდეგ ამოცანებსა და მოვალეობებს:

  • ადგილობრივ თემებთან კონსულტაციების შედეგად ქმნის, ამტკიცებს და ახორციელებს ადგილობრივ განვითარების სტრატეგიას.

  • ქმნის შეფასებისა და შერჩევის არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე პროცედურებს ქვე-პროექტების განხილვისა და შერჩევის შესახებ და აფასებს ყველა ქვე-პროექტის განაცხადს იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც ასახულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში.

  • არჩევს ყველაზე ძლიერ ქვე-პროექტებს და განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას ანგარიშვალდებულ ორგანოსთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე;

  • ახორციელებს თემის მიერ წარმართული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა და შერჩეული ქვე-პროექტების მონიტორინგი, რათა შეაფასოს მათი ეფექტურობა და სარგებელი რეგიონისთვის.

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ბორჯომის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხედვას. ადგილობრივი განვითარების სტრატეგია შემუშავებული იქნა ბორჯომის მოსახლეობის ფართო ფენებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განსაკუთრებით, ბორჯომის განვითარების ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების მეშვეობით.
ბორჯომის განვითარების სტარტეგიის ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბორჯომის ლაგის ვებ-გვერდს: www.borjomilag.ge
ბორჯომის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზანია გაუმჯობესდეს ბორჯომის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი და ბორჯომი გახდეს უფრო მიმზიდველი ადგილი ვიზიტორებისა და ტურისტებისთვის.

მთავარი მიზნის შესაბამისად განსაზღვრულია ოთხი ამოცანა, რაც არის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საფუძველი:

1.. მდგრადი ტურიზმის წვლილის გაზრდა ადგილობრივ ეკონომიკაში, რაც იქნება სამაგალითო მთელი საქართველოსათვის

2. სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა და დივერსიფიკაცია, და პროფესიული ცოდნის დონის ამაღლება , რაც ხელს შეწყობს ფერმერულ მეურნეობებს გახდნენ უფრო მიმზიდველი და ამავდროულად მომგებიანი ბიზნესი

3. სპორტული და კულტურული საქმიანობების გაძლიერება, რომელიც ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას და გაზრდის საკუთარი კუთხის სიყვარულს

4. გარემოს დაცვა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით, მიწის და ნარჩენების ეფექტურად მართვა და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურებას გარემოს დაცვის კუთხით.

საგრანტო კონკურსი

თუ გაქვთ იდეა და ფიქრობთ, რომ მისი განხორციელება დაეხმარება ბორჯომის მუნიციპალიტეტს ბორჯომის ლაგის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული სფეროს მიმართულებით განვითარებაში მიიღეთ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში. საგრანტო კონკურსის წესით, ბორჯომის ლაგის მიერ შერჩეული იქნება მინიმუმ 20 ყველაზე ძლიერი ქვე-პროექტი. საგრანტო განაცხადის შეტანა შეუძლიათ: ბიზნესებს, ორგანიზაციებს, ასოციაციებს, კოოპერატივებს, სამთავრობო უწყებებს, სათემო ჯგუფებს, ფიზიკურ პირებს. იმისათვის, რომ წარდგენილი საპროექტო განაცხადი შეირჩეს დაფინანსებისთვის თითოეულმა განმცხადებელმა უნდა გაიაროს სამი ეტაპი. ეს სამი ეტაპია: 1. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა. 2. სრული განაცხადის წარდგენა. 3. ტექნიკური შეფასება. ყოველ ეტაპზე იქნება შერჩევის პროცესი და თითოეული პროექტი საბოოლოდ დამტკიცებული ან უარყოფილი იქნება განვითარების ჯგუფის უმრავლესობის გადაწყვეტილების საფუძველზე. მე-2 ეტაპზე გადასულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ დამატებითი ტრეინინგები სრული აპლიკაციის შესავსებად. ხოლო პირველი ეტაპისთვის (ინტერესთა გამოხატვის ეტაპი) იხილეთ შემდეგი ინფორმაცია:

საგრანტო თანხები და თანადაფინანსება:

მინიმალური საგრანტო თანხა შეადგენს - 3 , 000 ლარს,
მაქსიმალური საგრანტო თანხა შეადგენს - 180,000 ლარს
საშუალო საგრანტო თანხა შეადგენს - 60,000 ლარს
თანადაფინანსება სავალდებულოა ყველა განმცხადებლისთვის შემდეგი პროცენტულობით:
კომერციული საწარმოები ( შპს, კერძო მეწარმეები და ა.შ) - მინიმუმ 40%
თვითმმართველი და სამთავრობო ორგანოები - მინიმუმ 40%
სასოფლო კოოპერატივები - მინიმუმ 25%
არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, და სხვა ორგანიზაციები - მინიმუმ 10%
ადგილობრივი თემები და ფიზიკური პირები - მინიმუმ 10%

შენიშვნა: თანადაფინანსებად ჩაითვლება როგორც საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობა ასევე მესამე მხარისგან (ფიზიკური და იურიდიული პირებისგან) მოზიდული თანხები.

ინტერესთა გამოხატვის განაცხადის პროცესი
ინტერესთა გამოხატვის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ამვე ვებ-გვერდზე 2018 წლის იანვრის ბოლოს.
ინტერესთა გამოხატვის ფორმის გაგზავნა უნდა მოხდეს ელექტრონულად ამავე და მისი წარდგენის საბოლოო ვადა გამოცხადდება ჩვენს ვებ-გვერდზე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადები არ მიიღება. ინტრესთა გამოხატვის ფორმის მიღება არ არის დაფინანსების მიღების გარანტია.
პირველ ეტაპზე ექვსი კრიტერიუმით მოხდება შეფასება და დადგინდება თუ რამდენად მისაღებია და რეალისტური ესა თუ ის იდეა.

ეს კრიტერიუმებია:
1. გეოგრაფიული ადგილმდებარეობა: პროექტი უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვრებში
2. საგრანტო თანხა: მოთხოვნილი საგრანტო თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 000 ლარს და არაუმეტეს 180 000 ლარს
3. პროექტის ხანგრძლიობა: პროექტის განხორციელება უნდა დასრულდეს 2019 წლის 30 ნოემბრამდე
4. თანადაფინანსება: თანადაფინანსების თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს განმცხადებლის სტატუს და თანადაფინანსების წყარო უნდა იყოს სანდო და შემოწმებული.
5. კავშირი ადგილობრივ სამოქმედო სტრატეგიასთან: განმცხადებელმა უნდა აჩვენოს, რომ პროექტი აკმაყოფილებს ადგილობრივი სამოქმედო სტრატეგიის მინიმუმ ერთ ამოცანას და ერთ შედეგს. მისაღებია ასევე თუ კი პროექტი დააკმაყოფილებს სტრატეგიის ერთზე მეტ ამოცანებს და შედეგებს.
6. განაცხდში მოცემული იდეა უნდა იყოს რეალისტური: ქვე-პროექტი უნდა იყოს რეალურად განხორციელებადი, კანონ-შესაბამისი და არ უნდა ეფუძნებოდეს რაიმე სახის რთულ და ხანგრძლივ (ერთ თვეზე მეტი) საკანონმდებლო პროცედურების ჩატარებას.


დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.borjomilag.ge

დამატებულია: 21-01-2019

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 31-10-2019

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 15 დღე;


21-01-2019

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა

01-02-2019

ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება

25-01-2019

THE ASIAN DEVELOPMENT BANK ფინანსური ჩართულობა მიკრო და მცირე საწარმოთა ზრდისათვის

25-01-2019

მონაწილეობითი დემოკრატია

25-01-2019

მონაწილეობითი დემოკრატია

21-01-2019

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა

01-02-2019

ორ მუნიციპალიტეტში მრჩეველთა საბჭოს და მოქალაქეების თანამშრომლობის მოდელის შემუშავება და პილოტირება

25-01-2019

THE ASIAN DEVELOPMENT BANK ფინანსური ჩართულობა მიკრო და მცირე საწარმოთა ზრდისათვის


სიახლეების გამოწერა


პროექტის პარტნიორები





















Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ