საგრანტო კონკურსი ადვოკატირების პროექტებისთვის
წყარო: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 10.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 12.11.2020
კონკურსის შესახებ:
USAID/PROLoG აცხადებს ადვოკატირების საგრანტო პროგრამას. პროგრამა მხარს დაუჭერს ადვოკატირების პროექტებს, რომელთა მიზანია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის საპროცესო უფლებების დაცვა, თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მოქალაქეთა არარეგისტრირებულ ჯგუფებს. პროექტები უნდა წარმოადგინოთ ინგლისურ ენაზე.
განაცხადების მიღების ვადა: 2020 წლის 10 დეკემბერი.
დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმები იხილეთ თანდართული დოკუმენტებში.
წყარო: http://regmarket.ge