სიახლეები
ნავიგატორი

კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს, FMO-ს შორის, 26 მილიონი ლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთწლიანი სესხის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. ტრანზაქციის განსახორციელებლად, FMO-მ ლარში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ადგილობრივად, კერძო განთავსებით. ეს FMO-სთვის უკვე მესამე განთავსებაა, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ეკონომიკის დე-დოლარიზაციის პროცესებში.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: forbes.ge




საქართველოში შემოსაულმა ფულადი გზავნილების მოცულობამ 2019 წლის მარტში $138 მლნ (371 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.5%-ით აღემატება.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: pia.ge




საქსტატის ინფორმაციით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2 ლარით, 181.2 ლარამდე გაიზარდა. თებერვალში ეს მაჩვენებელი 179.1 ლარი იყო.

ასევე თებერვალთან შედარებით, მარტში 1.8 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 160.5 ლარი შეადგინა, 3,5 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 304 ლარი გახდა.

საქსტატის გათვლებით, გაზრდილია ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმიც -160.5 ლარი (თებერვალში 158.7 ლარი).

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: imedinews.ge




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა.
„ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: kvira.ge




სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველ ივლისს ასამოქმედებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ჯერ კიდევ არ არის გამოყოფილი.

საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების თვალსაზრისით კონკრეტული თანხა გამოყოფილი არ არის, თუმცა მთავრობასთან მუშაობა გრძელდება იმისათვის, რომ სახსრების მობილიზება დროულად მოხდეს.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 826.0 მლნ აშშ დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.1 მლნ აშშ დოლარი (4.7პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-მარტში 1 155.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პ

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge




სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, საქართველოდან ექსპორტი 826 მილიონი დოლარი იყო (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1.98 მილიარდი დოლარი (4.7 პროცენტით ნაკლები).

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის იანვარ-თებერვალში თამბაქოს რეალიზაციიდან ბიუჯეტში 111,5 მლნ ლარი უკვე შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,6%-ით მეტია. 2018 წლის 2 თვეში თამბაქოს გაყიდვიდან ბიუჯეტმა 92,4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.

ზრდა ძირითადად იმ ცვლილებებმა განაპირობა, რაც 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა - ეს არის ადვალური გადასახადი და ადგილობრივი წარმოების უფილტრო თამბაქოზე აქციზის ზრდის განაკვეთის ზრდა.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge




Tbilisi Hills Golf & Residences-ის ახლადაშენებული კომპლექსი ოფიციალურად 6 თვის წინ გაიხსნა, 13 აპრილს კი გოლფის სეზონის საზეიმო გახსნის ღონისძიება ჩატარდა. თიბისისა და Tbilisi Hills Golf & Residences-ს შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საცხოვრებელი და ინფრასტრუქტურული კომპლექსის ორი ფაზის მშენებლობა უკვე დაფინანსდა.  გარდა კორპორატიული საბანკო მომსახურებისა, ბანკი მხარს უჭერს დეველოპერულ კომპანიას კონსულტაციების კუთხითაც.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: netgazeti.ge




ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა.

ლექვინაძის განცხადებით, მეწარმეების მომართვის საფუძველზე 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 29 შუამდგომლობა, 17 რეკომენდაცია და 11 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: 1tv.ge




"კომერციული ბანკები უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ, რატომ არის მთელი ქალაქი მოფენილი სათამაშო ბიზნესის ბილბორდებით, სადაც მთავარი გზავნილია ითამაშონ ისე, რომ ამის შესახებ ვერავინ გაიგოს"

ბოლო დროს სათამაშო ბიზნესმა მასობრივად დაიწყო მომხმარებლისთვის პლასტიკური ბარათების შეთავაზება და მათი აგრესიული რეკლამირება საჯარო სივრცეში. როგორც საბანკო საქმის სპეციალისტები ამბობენ, ამ ბარათებით მომხმარებლის იდენტიფიცირება რთულდება და მისი საშუალებით შესრულებული ტრანზაქცია საბანკო ამონ

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge




რა არის ე.წ. რუხი ბაზარი

როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა­ განაცხადა, "საბანკო რეგულაციები იმისთვის დაწესდა, რომ ღარიბმა ოჯახებმა ცხოვრება არ გაიუბედურონ", თუმცა ბევრს ამ შეზღუდვებმა ცხოვრება ძალიან გაურთულა. მოსახლეობის ნაწილი განვადებით ნივთებს ვერ ყიდულობს, რადგან შემოსავლების დამადასტურებელი საბუთი არა აქვს. ასეთ კატეგორიას მეტწილად თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, მათ შორის რეპეტიტორები, ძიძები, ტაქსის მძღოლები, ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეები, რომელთა რა

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge




საბანკო რეგულაციები და ფინანსური პრობლემები, რომელიც რიგით მოქალაქეებს შეექმნათ - არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ექსპერტები, ხელისუფლებას აკისრებენ. ეკონომისტები ეკონომიკის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურებიან, სადაც გიორგი ქობულიამ დაადასტურა, რომ ახალმა საბანკო რეგულაციებმა, საცალო გაყიდვებს პრობლემები შეუქმნა, თუმცა განაცხადა, რომ შეზღუდვების მნიშვნელოვანი შეცვლა არ იგეგმება.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: rustavi2.ge




გერმანიის ფედერალური სატრანსპორტო სააგენტო ეჭვობს, რომ ავტომწარმოებელი Daimler-ი ემისიების შემცველობასთან დაკავშირებული მონაცემებით მანიპულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას DW Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია 2012-2015 წლებში გამოშვებულ, დიზელის ძრავზე მომუშავე Mercedes-Benz GLK მარკის 60 ათას ავტომობილზე. გამოცემის ცნობით, პროგრამული შემოწმების დროს, სისტემამ იმაზე ნაკლები მავნე ნივთიერებები დაწერა გამონაბოლქვში, ვიდრე რეალურად არის.

ამ პროგრამულ შემოწმებასთან დაკავში

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: imedinews.ge




აშშ-ში, კალიფორნიელ კანონმდებლებს სურთ, აკრძალონ ისეთი სახის შამპუნები, რომლებსაც მომხმარებლებს სასტუმროები მცირე ზომის ბოთლებით სთავაზობენ.

CNN-ის ცნობით,შტატის კანონმდებლები განიხილავენ პროექტს, რომლის მიხედვითაც სასტუმროებს შესაძლოა, მცირე ზომის პლასტიკურ ბოთლებში მოთავსებული შამპუნით, ასეთივე თხევადი საპონით სტუმრების მომარაგება აეკრძალოს. საკანონმდებლო წინადადება, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდება, სასტუმროებს შესაძლებლობას მისცემს, შეამცირონ პლასტიკური ნარჩენები.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: imedinews.ge




რუსეთის ფედერაცია აღმოჩნდა რომ გენოფონდის ნაკლებობას განიცდის. 2007 წლის კანონმდებლობით შეიქმნა ე.წ. ფედერალური პროგრამა “დედის კაპიტალი“ საიდანაც დედას რომელიც მესამე ბავშვს გააჩენდა, ან იშვილებდა გადაეცემოდა სერტიფიკატი 200 000 რუბლის ოდენობით. ისე მოხდა რომ 2021 წლამდე იმოქმედებს შედარებით დახვეწილად აღნიშნული პროგრამა და დედა ამჯერად უკვე მეორე ბავშვის გაჩენისას მიიღებს 460 000 რუბლს (15 000 ლარი).

პირველი ბავშვის დაბადებისას 2009 -2014 წლებში მშობელი თუ კი ის რუსეთი

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: intermedia.ge




იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საქართველოს ყველა რეგიონის IX, X ან XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში.

საზაფხულო სკოლა გაიმართება 2019 წლის 22 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით და მონაწილეები სწავლებას გაივლიან ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი -TCJ




დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს
პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით მწვანე გამოფენა-გაყიდვა "პრო-ექსპო" გაიმართება.
გვეწვიეთ ალ.ყაზბეგის 21-ში და შეიძინეთ მხოლოდ ბიო, ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქცია ერთ სივრცეში, ამასთანავე მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია, თქვენთვის საჭირო ეკო თემებზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, სხვადასხვა სფეროდან.
გამოფენის მონაწილე კომპანიებს და მათ პროდუქციას ეტაპობრივად გაგაცნობთ.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: პროკრედიტ ბანკი საქართველო




ამერიკული სტრიმინგ სერვისი Netflix-ი ჟურნალს გამოსცემს. პროექტის სამუშაო სახელწოდებაა — Wide, მისი სავარაუდო გვერდების რაოდენობა 100 იქნება - წერს Bloomberg-ი.

ჟურნალში მოხდება სატელევიზიო გადაცემების პროგრამის დაბეჭდვა, ასევე ინტერვიუები და მასალები იმათზე, ვინც დგას Netflix-ის პროდუქციის უკან. შედეგად, სერვისი აუდიტორიის ინფორმირებას ამ გზით მოახდენს. კომპანიამ პროექტის განხორციელებისთვის უკვე დაიქირავა ჟურნალისტები და ფოტოგრაფები, ჯგუფში უკვე მოხვდა Vanity Fair-ის ყოფილი რე

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge




აღნიშნული სამოქალაქო ავიაციის რუსული ლაინერი სუხოი 100, რეალურად ამერიკულ-ევროპული ტექნოლოგიებით არის აწყობილი. ჰიდრავლიკაც კი ამერიკული აქვს და ელექტრო სისტემა, რომ არაფერი ითქვა შასებზე ! დანარჩენი თქვენთვის მომინდია !

დღეს ხშირად გვესმის რომ რუსეთის ფედერაციას ეკონომიკური სანქციები აქვს დასავლეთის მხრიდან, თუმცა ოფიციალურ მაკეტზე კარგად სჩანს თუ რა ტოპ-კომპანიები მონაწილეობენ ფედერალური პროექტის მოდერნიზებაში.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: intermedia.ge




სოლსბერი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ყველაზე კარგ ქალაქად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky ავრცელებს.

სოლსბერის შერჩევის მიზეზად ზღვის სანაპიროსა და ლონდონთან სიახლოვე, ასევე ლამაზი ბუნება დასახელდა. სტატიის მიხედვით, სოლსბერი ასეთ შეფასებას იმსახურებს ერთიანობის სულისკვეთების გამოც, რომელიც სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლისას გამოავლინა.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: imedinews.ge




 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს. გამოცდილი ფერმერისგან გაიგეთ, რით იკვებება და როგორი პირობები სჭირდება მეხორცული ჯიშის ქათამს. დაავადებებისგან დაცვის რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ და როგორი სტანდარტები უნდა დავიცვათ ფრინველის ხორცის წარმოების პროცესში. ციკლი კვერცხიდან – სუფრამდე და რჩევები დიასახლისებს, როგორ შევარჩიოთ ქათამი.

ფერმერები, მზარეულები, ტურისტები და გურმანები შავი ზღვის სანაპიროდან. გაზაფხულის მზიანი დღე და ტრადიციად ქცეული&nb

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: 1tv.ge




გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანიის ელექტროსისტემაში 2025 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი 40%-ს გადააჭარბებს. ამის შესახებ მან ყოველკვირეულ პოდკასტში განაცხადა, რომელიც ფედერალური მთავრობის საიტზე ყოველ შაბათს ქვეყნდება.

მერკელმა განაცხადა, რომ ამჯერად გერმანიის ელექტროსისტემაში ენერგიის 38% მოდის ალტერნატიული წყაროებიდან. „უკვე 2025 წლისთვის ჩვენ მნიშმვნელოვანდ გავზრდით ამ წილს დაგეგმილ 40-45%-ს მივიღებთ განახლებადი ენერგიიდან“ - აცხადებს კანცლ

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge




იაპონიაში მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდა ახალი სავიზო რეგულაციები, რომლებიც უცხოელებს იაპონიაში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ამ გზით იაპონია ცდილობს შეავსოს მუშახელის დეფიციტი, რომელსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ განიცდის. როგოც DW წერს, საუბარია ათასობით სამუშაო ადგილზე, რომელიც ამჟამად თავისუფალია.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებით ბიზნეს სექტორი კმაყოფილია, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი მას უარყოფითად აფასებს. მათი აზრით,

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: bpn.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ