სიახლეები
ნავიგატორი

 

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-"-დან „BB"-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: newposts




 

ჯიპიაი ჰოლდინგი დასაქმების ფორუმს დღესაც აგრძელებს და ყველა კანდიდატს, ვინც დაინტერესებულია გაყიდვებით და წარმატებულ, ევროპულ კომპანიაში სურს დასაქმება, რუსთაველის 27-ში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10:00-19:00 საათამდე ელის.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: newposts




არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და მოსახლეობაზე ორიენტირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: bpn




ქართულ მოცვს ევროპის აზარზე კონკურენტი გამოუჩნდა. ქართველი ფერმერების პარალელურად, ევროპის ბაზარზე გასასვლელად ტაჯიკელი ფერმერებიც ემზადებიან.

როგორც East fruit წერს, ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, რამაც ტაჯიკელ ფერმერებს კარგი შანსი მისცა, რომ საკუთარი საქმიანობა სტაბილური შემოსავლის წყაროდ აქციონ.

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: bpn




2018 წელს ჯამში, 182.2 მლნ ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს.

უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია:

დამატებულია: 25-02-2019
წყარო: bpn




 28 თებერვალს, 10:00 საათზე Rooms Hotel Tbilisi-ში საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ინიციატივით ნუშისა და კაკლის აგრო ინდუსტრიის ფერმერებისთვის მასტერკლასი გაიმართება

დამატებულია: 24-02-2019
წყარო: ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია




„ინგლისის ბანკი“ „ოქროს სკანდალის“ ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. ძვირფასი მეტალების ანალიტიკოსი კომპანია BullionStar-იდან რონ მენლი დარწმუნებულია, რომ „ინგლისის ბანკი“ ახორციელებს ოპერაციებს სხვა ქვეყნების კუთვნილი ოქროთი, რომლებიც მან შენახვისთვის მიიღო. სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მსგავსი ოპერაციების შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება.

დამატებულია: 24-02-2019
წყარო: bpn




აზერბაიჯანის პრეზინდეტმა ილჰამ ალიევმა ხელი მაოწერა კანონს „კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის დამტკიცების შესახებ“.

როგორც ქვეყნის ხელმძღვანელის ვებგვერდზე ვკითხულობთ, კანონი გადაეგზავნება ქვეყნის მთავრობას, რათა მოახდინოს ამ კანონის სხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტებთან თანხვედრა.

დამატებულია: 24-02-2019
წყარო: bpn




თბილისში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება და ღია სივრცეებში მასალის შეფუთვის გარეშე განთავსება დასჯადი ხდება. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მოამზადა.

დამატებულია: 24-02-2019
წყარო: bpn




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: newposts




“ბაკურიანი” კოსმეტიკურ ბაზარზე შედის და „ბაკურიანის“ მინერალური წყლის სპრეის გამოუშვებს. აღნიშნული bm.ge-ს “აიდიეს ბორჯომშიც” დაუდასტურეს. 
ახალი პროდუქტი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანის დასატენიანებლად წელიწადის ყველა დროს. ბაკურიანის მინერალური წყლის სპრეი აფთიაქებსა და დიდ სუპერმარკეტებში, თავის მოვლის საშუალებებისთვის განკუთვნილ განყოფილებებში გაიყიდება. ახალი პროდუქტი დახლებზე მარტში გამოჩნდება.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ გაგუა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული 100 მლნ ევროს სესხის პროფილის შეცვლის მიზეზს განმარტავს. 
საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსურ ხელშეკრულებას ხელი 2016 წელს მოეწერა.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ტურიზმის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა. 


მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




საბავშვო ხალიჩების(პაზლების) მწარმოებელ ჩეხური კომპანიას Maly Genius წარმოება საქართველოში გადმოაქვს, - ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია "Ku biki"-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში ჩეხური კომპანიის პარტნიორები სწორედ ისინი იქნებიან. მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. 
 

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას 2018 წლის 1 მარტიდან დაექვემდებარა. 
სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გასული წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 56 438 ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდებოდა. სწორედ ამ მოცულობის ოქმები შედგა გამოვლენილ სამართალდარღვევაზე. 

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




ქართული ხის სათამაშოები საფრანგეთში, გერმანიასადა ესპანეთში გაიყიდება- როგორც კომპანია "Ku biki"-ის დამფუძნებელმა დავით კაციტაძემ Bm.ge-ს განუცხადა, ამჟამად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოთხ ახალ კომპანიასთან, რომელთაც ქართული სათამაშოების შეძენა სურთ, ესენია: გერმანული (Helga Kreft) ფრანგული (Nathan) და ბერძნული(Tsironis) და ჰოლანდიური (Bodde). გასულ წელს კომპანია სათამაშოებს გერმანიასა და საფრანგეთში ყიდდა, წელს კი საექსპორტო არეალი ფართოვდება. 

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bm.ge




მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირად ღირებული საბანკო ბრენდების რეიტინგში 5 ჩინური ბანკი მოხვდა. რეიტინგი, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა, Brand Finances-ის მიერ არის შედგენილი.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bpn




თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2019 წლის იანვარში თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 112 მლნ დოლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ტოპ-5 პროდუქტს, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდით თურქეთში და ასევე, რომელიც იქიდან შემოგვაქვს.

დამატებულია: 23-02-2019
წყარო: bpn




22 თებერვალს, GIPA-ს „ფრონტალინ კლუბ ჯორჯიაში“ პროექტ „ბიზნეს ამქარის“ პრეზენტაცია, გაიმართა, რომელიც A2B (Academy to Business) მოდელზეა აგებული; პროექტს GIPA და თიბისი ბანკი ერთობლივად განახორციელებენ. 
 

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: bm.ge




თიბისის მობაილბანკს პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი დაემატა. ამიერიდან მობაილბანკის საშუალებით თანხის გადარიცხვა უკვე ხმოვანი ასისტენტის დახმარებით არის შესაძლებელი.

ამისათვის საჭიროა, მომხმარებელმა მობაილბანკის მთავარ გვერდზე დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და თანხა გადაირიცხება.

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხილისა და ბოსტნეულის ფასების მონიტორინგის ახალ სისტემაზე გადადის. კერძოდ, სხვადასხვა რეგიონში სოფლის მეურნეობის ფასების შესახებ მონაცემების შეგროვების შემდეგ, მათი მიღება სპეციალური ონლაინ პლატფორმით მოხდება, რომლის საშულებითაც ბაზარზე არსებული ფასები ავტომატურად სამინისტროს სერვერზე აიტვირთება.

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: commersant.ge




იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, გერმანია საქართველოს 10 მილიონ ევროს გადასცემს. პროექტის ფარგლებში დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება იგეგმება.

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: commersant.ge




საქართველო სამთო-მოპოვებითი, სასარგებლო წიაღისეულის, ლითონებისა და მდგრადი განვითარების მთავრობათშორისი ფორუმის (IGF) წევრი გახდება - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივა საქართველოს მთავრობამ მოიწონა.

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: commersant.ge




ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2019"-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.

დამატებულია: 22-02-2019
წყარო: commersant.ge







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ