|
686 |
---|
სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობებისთვის – 25-29 მარტი, 2023
სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ სტუდენტებსა და სტუდენტური მოძრაობების წევრებს, ვინც უკვე მუშაობს ცვლილებებისთვის აკადემიურ სივრცეში და თანამოაზრეებთან ერთად, ცდილობს საუნივერსიტეტო ცხოვრება ან/და განათლების სისტემა უკეთესობისკენ შეცვალოს. სასწავლო კურსის შესახებ: სასწავლო კურსი სტუდენტური ჯგუფებისა და მოძრაობების წევრებს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს გააცნობს. კურსი ერთმანეთთან დააკავშირებს თანამოაზრეებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მონაწილეებს ექნებათ საშუალება, კურსის მსვლელობისას შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის. ხუთდღიანი კურსის პროცესში მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განხორციელების ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. სასწავლო კურსს წამყვანი სერბული ორგანიზაციის — CANVAS-ის („გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი“) ტრენერები გაუძღვებიან. მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია:
სასწავლო კურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:
დამატებითი ინფორმაცია:
სასწავლო კურსის თემებია:
როგორ ჩაერთოთ: სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ განაცხადის ფორმა ონლაინ ან გადაიღეთ და გამოგზავნეთ ვიდეო (მაქსიმუმ 5 წთ.), სადაც უპასუხებთ განაცხადის ფორმაში მითითებულ კითხვებს და ატვირთეთ ონლაინ. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 3 მარტი დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: mgabunia@ewmi.org 2023 წლის 1 მარტამდე.
|
17-02-2023
წყარო: USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
10-04-2019 “Erasmus+”-ის ბიუჯეტი სამჯერ იზრდება |
---|
27-03-2019 შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის |
04-04-2019 აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია |
18-03-2019 "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში კახეთის რეგიონში ინტენსიური კაკლის ბაღი გაშენდა |