|
| 684 |
|---|
ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თემაზე კონკურსი გამოაცხადა
| ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი პროფესიონალ და მოყვარულ რეჟისორებს კონკურსში იწვევს. ინიციატივის მიზანი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სოციალური შედეგების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ პრესრელიზში აღნიშნა, რომ ქვეყანაში საგზაო შემთხვევების რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. ამის დასტურია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) „გლობალური სტატუსის ანგარიში“. მის თანახმად, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად გარდაცვალება ნაადრევი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მე-6 ადგილზეა ყველა ასაკობრივ ჯგუფში და პირველ ადგილზეა 5-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ 5-წუთიანი დოკუმენტური, მხატვრული, ანიმაციური ან ჰიბრიდული ჟანრის ფილმი. ნამუშევარი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით ან ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული არცერთ პლატფორმაზე. საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება 4,000 ევროს ოდენობის პრიზით, ხოლო მეორე ადგილზე გასული ნამუშევარი 2,000 ევროს მიიღებს. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 22 მაისი. კონკურსი პოლონეთის განვითარების ფონდების და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ის ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის, „საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“, ფარგლებში და რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობით. დამატებითი ინფორმაცია დახურვის თარიღი:მაისი 22, 2023
წყარო: https://euneighbourseast.eu/ |

16-03-2023
წყარო: ევროკავშირი
|
24-05-2019 კობა გვენეტაძე - მცურავი გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიანი მერყეობა დამახასიათებელია |
|---|
|
02-05-2019 კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის |
|
02-05-2019 იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი 21 პროცენტით გაიზარდა |
|
13-03-2019 „კორეაში ღვინოზე და მის მსგავსს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნა იქნება“ - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე კორეასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება |