საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო
ნავიგატორი
1830


საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო

საქართველომ რუსეთიდან აპრილში 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღო, რაც წინა თვეში მოხმარებული გაზის დაახლოებით სამი პროცენტია. დანარჩენი 97 პროცენტი (177 მილიონი კუბური მეტრი) საქართველომ აზერბაიჯანული „სოკარისგან“ და „შაჰ-დენიზის კონსორციუმისგან“ შეისყიდა. ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრის მიერ ხელმოწერილ 2019 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის პროექტშია ხელმისაწვდომი.

ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველომ რუსული გაზი მიიღო.

ამასთან, ბალანსის მიხედვით, წლის ბოლომდე რუსეთიდან გაზის შესყიდვა გათვალისწინებული აღარ არის.

საქართველოს მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაუმჯობესებულია როგორც სომხეთში ტრანზიტის პირობები, ისე რუსული გაზის შესასყიდი ფასი.

02-05-2019

წყარო: 1tv.ge

13-05-2019

გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

30-04-2019

GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის

02-05-2019

კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

11-07-2019

Geclose2EU კონკურსის შესარჩევი ეტაპი დასრულდა

13-05-2019

გორში ბიუჯეტის ფულით 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

30-04-2019

GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის

02-05-2019

კორპორაცია Apple-ი Qualcomm-ს სულ მცირე 4,5 მილიარდ დოლარს გადაუხდის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ