აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.10.2021
- საიტზე დამატებულია
- 03.10.2021
პროგრამის შესახებ:
პროგრამის ფარგლებში დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25ჰა-დან ფართობის მიწის ნაკვეთის (გარდა საძოვრის კატეგორიისა) მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები. ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები რომლებიც სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან ან/და მათთან აფელირებული პირებისგან იჯარით აქვთ აღებული 0,25ჰა-დან ფართობის მიწის ნაკვეთის (გარდა საძოვრის კატეგორიისა).
საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. ხოლო ბენეფიციარებს ვისაც საკუთრებაში ან/და იჯარით აქვთ აღებული 100 ჰა-ზე მეტი ფართის მიწის ნაკვეტები, მათი ლიმიტი შეადგენს 15,000 ლიტრს. პროგრამის ბენეფიციარები აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავს, ბაზარზე არსებულთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად იყიდიან.
2021 წლის 1 სექტემბრიდან დიზელის საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებსა და ბაზებში შეადგენს 2.28 ლარს.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო