|
12294 |
---|
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001387
თუ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, შესაძლებლობა გაქვთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მიიღოთ სახელმწიფო თანადაფინანსება.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, თანადაფინანსების გზით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
პროგრამის პირობები
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის) და ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ის თანადაფინანსებას.
შესასყიდი ტექნიკა უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა წარმოებული უნდა იყოს განაცხადის წარდგენამდე არაუმეტეს 2 კალენდარული წლით ადრე;
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები, სააგენტოში განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
პოტენციურ ბენეფიციარს არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.
პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები
პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10-ს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 10 მეპაიის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 20 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.
ასევე, მიწის ნაკვეთი შესაძლებელია იყოს იჯარით მიღებული სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.
იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
მაღალმთიანი დასახლებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში:
პოტენციური ბენეფიციარის მეპაიეთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5-ს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ან/და მისი არანაკლებ 5 მეპაიის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან ნაკვეთების ჯამური ფართობი უნდა იყოს არანაკლებ 10 ჰა და მდებარეობდეს ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში.
ასევე, მიწის ნაკვეთი შესაძლებელია იყოს იჯარით მიღებული სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.
იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს სააგენტოში განაცხადის შეტანის მომენტისთვის არანაკლებ 5 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
პროგრამის თანადაფინანსების პირობები და შეზღუდვები
თანადაფინანსების მოცულობა, შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაქსიმუმ 100,000 ლარს. პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს:
პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის) და ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ის თანადაფინანსებას.
პროგრამის ფარგლებში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია დაფინანსების მოთხოვნა ერთი ან რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად, მაგრამ ერთი სახეობის ტექნიკა უნდა იყოს არაუმეტეს ერთი ერთეული.
თანადაფინანსება განისაზღვრება ჯამურად ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე.
ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაფინანსდება არაუმეტეს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.
იმ შემთხვევაში, თუ ერთი პირი არის ორი ან მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე, დაუშვებელია, მის საკუთრებაში არსებული ან იჯარით მიღებული ერთი და იგივე მიწის ნაკვეთი ფიქსირდებოდეს რამდენიმე პოტენციური ბენეფიციარის განაცხადში.
იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთ(ებ)ს ჰყავს თანამესაკუთრეები, რომელთაგან ყველა არ არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი, მიწის ჯამურ ფართობში ჩაითვლება ნაკვეთ(ებ)ის ფართობის ის ნაწილი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიის/მეპაიეთა საკუთრებაშია.
პროგრამის ბენეფიციარის ვალდებულებები
ბენეფიციარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში ვალდებულია:
პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაგირავება სააგენტოს სასარგებლოდ, თანადაფინანსების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.
(სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არის იდენტიფიცირებადი და ენიჭება სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირების სახელმწიფო ნომერი, გაცემული სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ.)
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ შეძენილ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე სააგენტოს გირავნობა შესაძლებელია იყოს რიგით მეორე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც საფინანსო ინსტიტუტი არის ტექნიკის პირველი რიგის მოგირავნე.
ბენეფიციარი თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სააგენტოს სასარგებლოდ დაგირავებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს ლიზინგი.
პროგრამაში მონაწილეობის ეტაპები
პროგრამის ფარგლებში, განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს.
განაცხადის შესავსებად, პოტენციური ბენეფიციარი ან უფლებამოსილი პირი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე.
მართვის პანელში, აირჩევთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას, შეავსებთ განაცხადის ფორმის ველებს და ატვირთავთ წარმოსადგენი დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიებს.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა იხილეთ.
განაცხადის სრულად შევსების შემდგომ, გადასაგზავნად უნდა დაეთანხმოთ წესებსა და პირობებს, განაცხადის გადაგზავნაზე თანხმობის შემდგომ, მისი კორექტირება არ არის შესაძლებელი.
პროგრამის მონიტორინგი
ბენეფიციარმა პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად სააგენტოს უნდა წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის აუდიტორული დასკვნა.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 07-03-2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;
10-02-2023 ბიზნეს უნივერსალი |
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
06-08-2024 Grants for Events Funding Program |
11-08-2023 მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA |
---|
11-08-2023 მერები ეკონომიკური განვითარებისთვის 2 TA |
---|
10-02-2023 ბიზნეს უნივერსალი |
06-02-2024 შეღავათიანი აგროკრედიტი |
06-08-2024 Grants for Events Funding Program |