საგრანტო კონკურსი
წყარო: აგრო-კომი
- განაცხადის ბოლო ვადა
- 13.05.2019
- საიტზე დამატებულია
- 07.05.2019
საგრანტო კონკურსი :
კომპანია "აგრო-კომ" აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო სამეურნეო საკონსულტაციო პაკეტების და სატუმბო სადგურებს და/ან საირიგაციო - ფერტიგაციის აღჭურვილობის სუბსიდირებაზე.
ბოსტნეულის და ხეხილის ბაღებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი და ეფექტური საექსტენციო მომსახურების მოდელების დანერგვის მიზნით შიდა ქართლის რეგიონში სამიზნე თემები. (იხილეთ დანართი - სამიზნე თემების/სოფლების ჩამონათვალი).
პროექტი ითვალისწინებს:
სასოფლო სამეურნეო საკონსულტაციო პაკეტის, რომლის მეშვეობითაც ფერმერებს ექნებათ საშუალება, ადგილზე ბაღში მიიღონ პროფესიონალური კონსულტაცია კვალიფიციური აგრონომის მიერ საველე ლაბორატორიის დახმარებით. ერთი პაკეტის ღირებულება იქნება 350 ლარი. აქედან, ზრდა პროექტი აანაზღაურებს 250 ლარს ფერმერებისთვის, რომლებიც სქემაში პირველად მონაწილეობენ, 175 ლარს, მათთვის ვინც მეორედ იღებს მონაწილეობას, ხოლო 105 ლარს მათთვის, ვინც მესამედ სარგებლობს ამ პაკეტით.
სატუმბო სადგურებს და/ან საირიგაციო - ფერტიგაციის აღჭურვილობის სუბსიდირებაზე
სატუმბო სადგურის:
** 0,1-0,29 ჰა სუბსიდიის ოდენობა ჯამური ფასის 60 % მაქსიუმ 600 ლარი
** 0,3-0,49 ჰა სუბსიდიის ოდენობა ჯამური ფასის 60% მაქსიმუმ 900 ლარი
** 0,5- 1 ჰა სუბსიდიის ოდენობა ჯამური ფასის 60% მაქსიმუმ 1400 ლარი
ფერმერის თანამონაწილეობა ჯამური ღირებულების 40 %
წვეთოვანი ირიგაციის და/ან ფერტიგაციის სისტემა: სუბსიდიის ოდენობა, ჯამური ფასის 60% 0,30 ლ/მ2. ფერმერის თანამონაწილეობა ჯამური ფასის 40%
დაწვიმების ირიგაციის და/ან ფერტიგაციის სისტემა: სუბსიდიის ოდენობა, ჯამური ფასის 60% 0,40 ლ/მ2 ფერმერის თანამონაწილეობა ჯამური ფასის 40%
განაცხადის წარდგენა უნდა იქნას არაუგვიანეს 2019 წლის 13 მაისისა, (18:00 სთ) დაგვიანებული ან შეუსაბამო განაცხადები არ მიღება.
თანდართულ ფაილში იხილეთ:
** სააპლიკაციო ფორმა.
** კონკურსში მონაწილე თემები, სოფლები
აპლიკანტის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ ელ. მისამართზე office@agrocom.ge.
წყარო : http://jobs.ge