ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000485 დასრულებული

კონკურსი სათბურისა და საწყობის სამშენებლო მასალების შეძენაზე

წყარო: USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა

განაცხადის ბოლო ვადა
14.08.2019
საიტზე დამატებულია
31.07.2019

კონკურსის შესახებ:

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნისა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME)1 შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი. პროგრამა გეგმავს საინვესტიციო და მიზნობრივი ტექნიკური დახმარების გაწევას მემცენარეობის სექტორში მოქმედი ბაზარზე ორიენტირებული საწარმოებისთვის და საწარმოო კლასტერებისთვის, ასევე, ასოციაციებისა და მომსახურების /ინფორმაციის /კონსულტაციების მიმწოდებლების მხარდაჭერას, რათა გააძლიეროს აგრობიზნესების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას.

პროექტის აქტივობების ფარგლებში, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას სურს შეიძინოს სათბურისა და საწყობის სამშენებლო მასალები, რათა გაუმჯობესდეს და გაძლიერდეს გრანტიორის არსებული ბიზნეს საქმიანობა. ამ განაცხადის მიზანია აღწერილი ნივთებისთვის შეთავაზებების მოთხოვნა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა შერჩეულ მომწოდებელთან გააფორმებს ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულებას.

სავარაუდოდ, ფიქსირებული თანხის შესყიდვის ხელშეკრულების გაცემა მოხდება 2019 წლის 26 აგვისტომდე.
საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის სასურველი დროა არაუგვიანეს 2019 წლის 5 სექტემბერი.
მიწოდების ადგილი: სოფელი შრომის მიწები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი.

შესყიდვა განხორციელდება ორ ლოტად:

ლოტი #1: სათბურის სამშენებლო მასალები
ლოტი #2: საწყობის სამშენებლო მასალები

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14 აგვისტო, 2019 წ.


წყარო : http://jobs.ge