projects.org.ge
prjects.org.ge
ნავიგატორი
141


საქართველოს მონაცემთა მეცნიერების კონკურსი

უნიკალური ნომერი: 000626

კონკურსის შესახებ:

საქართველოს ეროვნული ბანკი გაძლევთ საშუალებას მიიღოთ მონაწილეობა მონაცემთა მეცნიერების კონკურსში და გაიაროთ ანაზღაურებადი სტაჟირება.

მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების ქვაკუთხედია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საფინანსო სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა. ამ ამოცანის მისაღწევად ვახორციელებთ ფინანსური სექტორის ზედამხედველობას, ვაგროვებთ და ვმუშაობთ ფართო სახეობის და დიდი მოცულობის სხვადასხვა ტიპის მონაცემებთან. ტექნოლოგიების და დიდი მონაცემების განვითარება საშულებას იძლევა გავაუმჯობესოთ ფინანსური რისკების გაგება და მართვა. ჩვენ ვეძებთ მონაცემთა მეცნიერების თანამედროვე მეთოდებითა და ინსტრუმენტებით დაინტერესებულ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში.

კონკურსის მიზანია გამოავლინოს ტალანტი, რომელსაც შეუძლია დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობა სტატისტიკური და მანქანური სწავლების მეთოდებით.

ჩვენი მონაცემთა ბაზების ან/და სხვა გარე მონაცემების გამოყენებით თქვენ შეგეძლებათ გაგვიზიაროთ მიგნება, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი მიზნების მიღწევაში.

დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა შეასრულოს შემდეგი დავალება:

წლიური ინფლაციის პროგნოზირება:

** დროითი მწკრივის ეკონომეტრიკის მეთოდებით;
** მანქანური სწავლების მეთოდის, კერძოდ ღრმა სწავლების ალგორითმის გამოყენებით;
** ამ ორი მეთოდის შედარება, ძლიერი და უარყოფითი მხარეების განხილვა.

დავალების შესრულებისას კანდიდატს მოუწევს სხვადასხვა ტიპის, წყაროს და ფორმატის მონაცემების ერთად თავმოყრა, წინასწარი დამუშავება, შერჩევა, შესაფერისი მეთოდოლოგიის გამოყენება. ძირითადი სტატისტიკური მონაცემები საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული შემდეგ მისამართზე: http://www.nbg.gov.ge

ასევე შეგიძლიათ საქსტატის მონაცემები გამოიყენოთ: http://geostat.ge/ და დამატებით შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა მონაცემების გამოყენებაც.

მაგ. როგორიცაა ტექსტური ინფორმაციის ანალიზი, ინფორმაციის ონლაინ შეგროვება, https://datastudio.google.com/ და ა.შ.
** ამ ამოცანების გადაწყვეტისას გამოჩნდება რამდენად შეუძლია კანდიდატს თავი გაართვას მონაცემებთან მუშაობის პრობლემას, ფლობს დროითი მწკრივების დამუშავების ეკონომეტრიკულ და მანქანური სწავლების მეთოდებს. ასევე, რამდენად შეუძლია რამდენიმე მოდელის ერთმანეთთან შედარება და შედეგების ინტერპრეტაცია.

** რა უნდა გააკეთოთ:

** დავალების შესასრულებლად მონაწილემ უნდა გამოიყენოს როგორც ეკონომეტრიკული მეთოდები, ასევე მანქანური სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაბიჯებს:

** მონაცემების შერჩევა და მომზადება;
** ალგორითმის შერჩევა, გამოყენება, შეფასება;
** შედეგების ინტერპრეტაცია.
** ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ლოგიკურად ახსნილი. საბოლოო მოდელის ხარისხი უნდა შეფასდეს სტატისტიკური კოეფიციენტების საშუალებით, სასურველია მომზადდეს შესაბამისი ვიზუალიზაციები.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში:

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV და შედეგების PDF ტექსტური დოკუმენტი მოკლე სტატიის სახით, სადაც აღწერთ თქვენს მიგნებებს და მათ აქტუალურობის განხილვას. დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ცხრილებს, ვიზულიზაციებს, მაგრამ არ მოათავსოთ მასში პროგრამის კოდი.

საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა შესაძლებელია 1 მარტის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: datascience2020@nbg.gov.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მონაცემთა მეცნიერების კონკურსი.

გაითვალისწინეთ, რომ შეფასებისას, ძირითადი ყურადღება მიექცევა შემდეგ ფაქტორებს:

** მონაცემების შერჩევა - 10%
** მონაცემთა მომზადება - 20%
** ეკონომეტრიკული მეთოდების ფლობა - 20%
** ღრმა სწავლების ალგორითმის მეთოდების ფლობა - 20%
** შედეგების ანალიზის სიღრმე და სიცხადე, დასკვნების შესაბამისობა - 20%
** აკადემიური წერითი კომუნიკაცია, შედეგების პრეზენტაცია - 10%

შერჩეულ კანდიდატებს, შესაძლებელია, დამატებით მოეთხოვოთ პრეზენტაციის წარდგენა.

გამარჯვებულები გაივლიან 3-თვიან ანაზღაურებად (700 ლარი, დარიცხული) სტაჟირებას საქართველოს ეროვნულ ბანკში.

გისურვებთ წარმატებას!


წყარო : http://jobs.ge

დამატებულია: 08-01-2020

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 01-03-2020

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 12 დღე;


17-02-2019

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

22-01-2019

შეღავათიანი აგროკრედიტი

27-12-2019

სამეცნიერო პროექტების კონკურსი

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

12-02-2020

LET – დაშვებული ტექნოლოგიების სია

17-02-2019

ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან

22-01-2019

შეღავათიანი აგროკრედიტი

27-12-2019

სამეცნიერო პროექტების კონკურსი


სიახლეების გამოწერა























Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ