მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის (PROCEED)
წყარო: HEKS-EPER
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
ENPARD-ის ფარგლებში HEKS-EPER საქართველო ახორციელებს პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის(PROCEED)“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
პროექტის ხანგრძლივობა: 2016 – 2020
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას კახეთის რეგიონში, კერძოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. პროექტის კონკრეტულ ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა მათი ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, რაც გულისხმობს:
-
ადგილობრივ დაინტერესებლულ მხარეებსა და LAG-ის წევრებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობით, ხელი შეეწყოს ადგილობრივ განვითარებას.
-
LAG-ის წევრების მიერ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, შემუშავდეს ადგილობრივი განვითარების სტრატეგია;
-
შესაბამისი სტრუქტურების, დაინტერესებული მხარეებისა და ხელისუფლების მიერ, ერთობლივად შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს LAG-ის მდგრადობას;
-
ფერმერების პოტენციალის, ასევე ტურისტული და სხვა ბიზნესის წარმომადგენლების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის შედეგადაც უმჯობესდება დასაქმება და შემოსავლები;
-
მუნიციპალიტეტში სოციალური და ეკონომიკური მომსახურების სფეროების გამოსწორებას.
ჰეკს–ეპერ საქართველო (HEKS-EPER) იღწვის სამართლიანობის, მშვიდობისა და ერთიანობის შექმნისთვის. ორგანიზაციის მისიაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ისეთი საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა მოქალაქეს, განურჩევლად წარმომავლობის, სარწმუნობისა თუ სქესისა, ექნება მშვიდობიან, დაცულ გარემოში ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. HEKS-EPER საქართველო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოფლად ცხოვრების გაუმჯობესება და კონფლიქტების მართვა. ორგანიზაციის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფებია: სოფლად მცხოვრები მოსახლეობა, იძულებით გადაადგილებული პირები, ეროვნული უმცირესობები, ქალები, აზრთა ლიდერები, ახალგაზრდები და გადაწყვეტილების მიმღები პირები.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://enpard.ge