„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა
ნავიგატორი
24800


„ბიოწარმოების" ხელშეწყობის პროგრამა

უნიკალური ნომერი: 001179

კონკურსის შესახებ:

✅ სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობისათვის პროგრამას იწყებს

???? საქართველოს მთავრობამ „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილება მიიღო.

???? იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების შედეგად მიღებულ და ბიოსერტიფიცირებულ პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე, სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს.

???? საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბიოწარმოების მსურველ მეწარმეებს ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს. პროექტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში განხორციელდება.

???? ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლას, რაც ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიო პრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიო პრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.

???? პოტენციური ბენეფიციარისთვის ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე, განისაზღვრა არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.

???? ერთი პოტენციური ბენეფიციარისთვის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი, ბიო პრეპარატების შეძენის ხარჯის ან/და ფუტკრის ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ განისაზღვრება შემდეგი პირობებით, მევენახეობის შემთხვევაში, სააგენტოს ანაზღაურება, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით განისაზღვრება, არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 5100 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 2900 ლარით.

???? გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, სააგენტოს ანაზღაურება ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ სკაზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარით, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ სკაზე 25 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარით.


წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დამატებულია: 14-07-2022

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 28-02-2050 მიმდინარე

განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9270 დღე;






21-08-2024

Grants for Sturtup Accelerator Funding Program

10-04-2023

აგროდაზღვევა

21-07-2024

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა

04-04-2024

ინდივიდუალური ექსპო გრანტი (IT)

04-04-2024

ინდივიდუალური ექსპო გრანტი (IT)

21-08-2024

Grants for Sturtup Accelerator Funding Program

10-04-2023

აგროდაზღვევა

21-07-2024

სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა


სიახლეების გამოწერა












Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ