|
8056 |
---|
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა |
უნიკალური ნომერი: 001306
თუ წარმოადაგენთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს და გაქვთ მონაწილეობა მიღებული პროგრამაში ,,დანერგე მომავალი", კენკროვანი კულტურების თანადაფინანსების ქვეკომპონენტში, შესაძლებლობა გაქვთ თანადაფინანსება მიიღოთ კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვის.
პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge ან სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისსში და რეგიონულ სამსახურების და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
პროგრამის მიზანი და ამოცანა
პროგრამის განმახორციელებელია - სოფლის განვითარების სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები და პირობები
პროგრამის პოტენციური ბენეფიციარი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი, რომლის მეპაიეები წარმოადგენენ პროგრამის მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს.
პოტენციურ ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებული კენკროვანი კულტურების ბაღები, რომლებიც გაშენებულია სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ჰა-ს.
მიწის ნაკვეთი, სადაც დაგეგმილია შესანახი მაცივრის მოწყობა, უნდა იყოს რეგისტრირებული პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში.
სააგენტოს მიერ უნდა დასტურდებოდეს პოტენციური ბენეფიციარის ან/და მის მეპაიეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობ(ებ)ზე კენკროვანი კულტურების ბაღების არსებობა.
თანადაფინანსება/ანაზღაურება
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 80,000 ლარისა.
1 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღზე გადაანგარიშებით შესანახი მაცივრ(ებ)ის თანადაფინანსების/ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10,000 ლარს.
ყოველ 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი მაცივრ(ებ)ის ჯამური ტევადობა უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 0.8 ტონას.
მაცივრ(ებ)ის ერთი ერთეული შესანახი კამერის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 ტონა კენკროვანი კულტურის შენახვაზე.
პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი მაცივრები.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ანაზღაურების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
მონიტორინგი
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია, წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა.
სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
რეგიონი: მთელი საქართველოს მასშტაბით
პროექტის მიმართულება: აგრო, სასამელი და საკვები პროდუქტები;
დამატებულია: 23-12-2022
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: მიმდინარე
განცხადების წარდგენამდე დარჩენილია: 9217 დღე;
07-05-2022 საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა |
---|
29-01-2024 SELECTUSA PITCH COMPETITION 2024 |
23-12-2022 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა |
10-02-2023 საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი |