სიახლეები
ნავიგატორი

11 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება მთაწმინდის პარკში (11:00 – 18:00 საათი).

11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2018 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ იგემონ საუკეთესო ღვინოები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით.

ფესტივალის მუსიკა: „ნალი ბენდი“, რეზო

დამატებულია: 01-05-2019
წყარო: საქართველოს ღვინის კლუბი




RE-conception Bootcamp არის ხუთდღიანი სემინარი, რომლის მიზანია სტუდენტების ჩართულობით შემუშავდეს სახელმწიფო მუზეუმების განვითარების გეგმა. კერძოდ, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის, ბათუმის რელიგიის მუზეუმისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის რეკონცეფციები.

ბუთქემფის ფარგლებში, მონაწილეები გადანაწილდებიან ჯგუფებში და იმუშავებენ იდეაზე თუ როგორ შეიძლება მუზეუმი განვითარდეს, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი და გადაიქცეს მრავალფუნქციურ შემოქმედებით ცენტრად.

დამატებულია: 30-04-2019
წყარო: შემოქმედებითი საქართველო / Creative Georgia




Future Agro Challenge არის უმსხვილესი გლობალური ინიციატივა, რომელიც ეძებს ახალ ინოვატორებს და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნელოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წელს Tbilisi Startup Bureau-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს და ბილაინი - Beeline-ს მხარდაჭერით საქართველო უერთდება Future Agro Challenge-ს! ქართული ნაციონალური ჩემპიონატი ჩატარდება 10-12 მაისს, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, ოქროყანა, თბილისი)

დამატებულია: 30-04-2019
წყარო: ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia




საქართველოს პარლამენტი ატარებს ინტელექტუალურ თამაშს სტუდენტებისთვის, რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.

თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფორმატით და მასში საქართველოს მასშტაბით 18 უმაღლესი სასწავლების სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

 

დამატებულია: 30-04-2019
წყარო: Institute for Development of Freedom of Information




ერთ წელზე მეტი მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად, 17 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში ქართული ქვევრის ღვინის პირველი მუზეუმი და მარანი გაიხსნა პლამტონის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ტერიტორიაზე.

პროექტის ინიციატორი ბრიტანული კომპანიის „Aritisan Cru“ დამფუძნებელი, ქართველი თანამემამულე ჰენრი მჭედლიშვილი გახლავთ, რომელმაც თავისი ჩანაფიქრი პლამტონის კოლეჯის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, ასევე ქართული ღვინის კომპანიის „შუმის

დამატებულია: 30-04-2019
წყარო: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო




ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოება FaRiG აცხადებს კონკურს საუკეთესო კვლვეითი პროექტისთვის, ასევე აწესებს ჯილდოს საუკეთესო ესსესთვის.

FaRiG ოფიციალირად გაფორმებული ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოებაა, დაარსდა 2000 წელსგანსვენებული ჯონ უილკინსონის მიერ; FaRiG ყოველ წელს ანიჭებს გრანტებს ქართველ მეცნიერებს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა გამოკვლებისთვის.

დამატებულია: 30-04-2019
წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია




1 მაისს, 16.00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის. მოწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.

დამატებულია: 30-04-2019
წყარო: GEclose2EU




აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი და ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, სადაც 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გავიდა - საერთო ჯამში 3 377 ერთეული.

„სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ 3 774 ერთეული ტექნიკა გავიდა, 2019 წელს კი 3 377 ერთეული.

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: bpn.ge




მეტროს გვირაბებში ელექტროსისტემის  შეცვლა იგეგმება. ამისათვის აზიის განვითარების ბანკმა  15 მილიონი დოლარი გამოყო.

თბილისის მეტროსადგურში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს სატრანსპორტო კომპანიაში აკეთებენ.

„აღნიშნული მეურნეობა სამწუხაროდ მოძველებულია და ქალაქ თბილისის მერია მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად ამ ძალოვან კაბელების თემასთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მერმა გააკეთა გა

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: rustavi2.ge




მსოფლიო ბაზარზე მარწყვის სეზონი სტარტს იღებს, ფასები კი რეკორდულად დაცემას განაგრძობს. როგორც East fruit-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული, ახალი პროდუქტის მთავარი მიმწოდებელი თურქეთია, ხოლო პრემიუმ სეგმენტში - ისრაელი.

ექსპერტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას მარწყვის ფასი 22%-ით კიდევ შემცირდა, პროდუქტი ყველაზე ძვირი რუსეთშია. კერძოდ, 1კგ მარწყვის ღირებულება საშუალოდ 7,02 დოლარია. მას მოსდევს უკრაინა, სადაც პროდუქტის ღირებულება 10%-ით შემცირდა და 1 კგ მარწყვის

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: allnews.ge




დაგროვებითი პენსია იქნება ის მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების თაობას მისცემს მნიშვნელოვან და ღირსეულ პენსიას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დაგროვებით პენსიასა და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაგროვებითი პენსია, შედეგს 20 წელიწადში იძლევა და მისი შედეგების განსაზღვრა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია.

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: bpn.ge




ავტოკონცერნი Ford-ი Tesla-ს კონკურენტი კომპანიის წარმოებაში $500 მილიონი ინვესტირებას გეგმავს. ეს ინვესტიცია ელექტრომობილების (Rivian Automotive LLC-ის) წარმოებაზე დაიხარჯება.

ავტოკონცერნ Ford-ის ცნობით, კომპანია და Rivian-ი ერთად შექმნიან პრინციპულად ახალ ელექტრომობილს. დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ელექტრომობილს „სკეიდბორდის“ პლატფორმა ექნება. თებერვალში Rivian-ი Amazon-ში $700 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა.

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: imedinews.ge




უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? ეს საკითხი აქტუალური გახდა  23 აპრილს პარლამენტში გამართული დისკუსიების შემდეგ, როდესაც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა და ფინანასთა მინისტრმა ეს შესაძლებლობა არ გამორიცხეს და მეტიც, იდეის დონეზე მხარიც დაუჭირეს.

საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. მართალია, საბჭო, რომელმაც ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა უნდა განსაზღვროს, ჯერ არ დაკომპლექტებულ

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: netgazeti.ge




თუ ხართ
► სტუდენტი
► სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი
► ჟურნალისტი
► ექსპერტი
► საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელი
ან უბრალოდ ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა გარემოზე

შემოგვიერთდით ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ ფორუმზე “Talking Environment”, რომელიც გაიმართება 5 მაისს ექსპო ჯორჯიაში და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ და საკუთარი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ნარჩენების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებაში.
&

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი




24 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შეხვდა.

აღნიშნულ შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა, სტუდენტებს, სააგენტოს მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო.

დამატებულია: 25-04-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: bpn.ge




ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას – taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ.

„ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრ

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: infopostalioni.com




საქართველოში ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენებისთვის ექსპლუატაციის წესები დადგინდება. საუბარია ევრორეგულაციის შესაბამისი პირობების ამოქმედებაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის ბრძანების ამოქმედების შემდეგ, ღამის ხედვის სისტემით აღჭურვილი ვერტმფრენები ოპერირებას ვიზუალური ფრენის წესებით (VFR) განახორციელებენ. ფრენების შესასრულებლად, ვერტმფრენი უნდა იყოს სპეციალურად აღჭურვილი, მათ შორის სიმაღლის რადიომზომით, რო

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: 1tv.ge




თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით თბილისსი საბაგიროები სამი მიმართულებით აშენდება-სამგორი-ვაზისუბანი, ახმეტელი-თემქა და სამება-მახათის მთა.

რომელი პროექტი განხორციელდება პირველად, ამას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგის შემდეგ, 5 თვეში გადაწყვეტენ.

"საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომა

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: intermedia.ge




თამამი, დასამახსოვრებელი, აქტუალური - ასეთია პანდა - კრეატიული სააგენტო, რომელიც ბაზარზე ახალი იმიჯით შემოდის. "ჩვენ ვაკეთებთ პროპაგანდას" - ეს პანდას ახალი მიდგომაა, რომლითაც ქართულ მარკეტინგულ ბაზარზე აპირებენ დამკვიდრებას.

ახალი კამპანიით ისინი გამოდიან ერთფეროვნების წინააღმდეგ, რომელსაც თანამედროვე მარკეტინგულ ბაზარზე ხედავენ. ვიდეორგოლით პანდა ცდილობს თქვას, რომ საკმარისია გაიფიქრო და შეძლებ, რომ შენს გარშემო არსებული ერთფეროვნება

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: on.ge




ProductTank Tbilisi-ის მესამე შეხვედრა 2019 წლის 25 აპრილს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება. (ინოვაციების ქუჩა 7, ოქროყანა).

ProductTank-ი არაფორმალური შეხვედრების სერიაა, სადაც იკრიბებიან ადგილობრივი პროდაქთ ქომუნითის წამომადგენლები. ყოველთვიური სერიების ფარგლებში ProductTank მასპინძლობს სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას დამსწრე საზოგადოებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეში უზიარებენ.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: on.ge




ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Startup Grind-ის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას 500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი, მეწარმეები და ინვესტორები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა აჭარა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: pia.ge




საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების განმარტებით, ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: imedinews.ge




მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში CENN იწყებს სათემო მობილიზაციის შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელსა და ქალაქ წალკაში.

სათემო მობილიზაციის მიზანია ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლისგანვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ