სიახლეები
ნავიგატორი

ყურადღება ⇒ 2019 წლის ვიზუალური ხელოვნების პრემია „ჟირაფის“ შესარჩევი კონკურსი 10 მაისამდე გრძელდება! ⇒ შეგახსენებთ, რომ პრემია „ჟირაფი“ დაფუძნდა ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯის" ხელმძღვანელის, ბ-ნი გიორგი ჯავრიშვილის მიერ და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი დაჯილდოება გაიმართა 2015 წლის 11 ივნისს.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: ვიზუალური ხელოვნების პრემია




ზუგდუდში, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის თემაზე საჯარო დებატი ჩატარდა. დებატს „კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაცია - ხელისშემშლელი ფაქტორები“. დაესწრნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ოფისის, საგანმანათლებლო სექტორის, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარები.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: ASB Georgia




ამ დღეებში ევროკავშირი საქართველოში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სექტორში სამ ახალ პროექტს იწყებს. ისინი საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მრავალრიცხოვან ქმედებებს ემატება და ყურადღებას წყალმომარაგების და სანიტარიული სისტემების რეაბილიტაციაზე, თანამედროვე ნაგავსაყრელების მშენებლობაზე, სამრეწველო დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ტყეების დაცვაზე, გაუმჯობესებული გარემოს საშუალებით ჯანდაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ამახვილებს.

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში




სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ქართული ავეჯის კლასტერი, თბილისის ხელოვნების ბაზრობის TAF-ის ივენთის ფარგლებში, იწვევს პროფესიონალ პროდუქტ დიზაინერებს მიიღონ მონაწილეობა გამოფენაზე - DESIGN GEORGIA, რომელიც გაიმართება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის MOMA-ს ახალ სივრცეში, მიმდინარე წლის 15-19 მაისს. TAF - ის ფარგლებში 4 დღის განმავლობაში თბილისის ხელოვნების ბაზრობას 8 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივი მუზეუმების წარმომადგენლები, ასევე ხელოვნ

დამატებულია: 24-04-2019
წყარო: აწარმოე საქართველოში




"ფიშინგი” არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტმომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

მაგალითად: კიბერთაღლითები ქმნიან კომპანიების ყალბ, მიმსგავსებულ ვებგვერდებს და ცდილობენ მომხმარებელს მოტყუებით შეაყვანინონ თავიანთი მონაცემები. ან აგზავნიან ელ-ფოსტას მათი სახელით, სადაც მომხმარებელს სთხოვენ შეიყვანოს პერსონალური მონაცემები (პაროლი, ბარათის ნომერი და ა.შ.). ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მონაცემების შეყვანამდე გადაამოწმოთ საიტის მისამართი

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: intermedia.ge




გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას შემცვლელის, ნათია თურნავას წარდგენისას განაცხადა.

„მან შეძლო და ყველა იმ ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება,“ - აღნიშნა პრემიერმა.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: bpn.ge




საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან კარგად იცნობს ეკონომიკის სამინისტროს და აქვს კონკრეტული ხედვა, დავალებები და კონკრეტულ ვადებში შესასრულებელი საქმეები, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს.

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი ოფიციალურად დღეს წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, რომელსაც ნათია თურნავამ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: netgazeti.ge




ტოკიოში მიმდინარე საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში 12-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. იმის გამო, რომ წელს საქართველო აღნიშნული გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციაც მოეწყო. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოსსადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები უძღვებიან.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: 1tv.ge




სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები კვერცხის ადგილობრივ საწარმოებს, საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

სესის ინფორმაციით, ადგილობრივი მეფრინველეობის ფერმებში განხორციელებული ინსპექტირებისას, შემოწმდა წარმოების პროცესი. კრიტიკული შეუსაბამობის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სარეალიზაციო ქსელში კი ასევე მოწმდება თუ რამდენად არის დაცული ეტიკეტირების მოთხოვნები, ვარგისიანობის ვადა, შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: imedinews.ge




„ნამახვანი ჰესის“ ინვესტორებთან ხელშეკრულების პროექტს დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ. საკითხი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი და მას ეკონომიკის ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარადგენს.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი წელია, შეფერხებულია. ჰესი თურქულმა კომპანია „ემ კამ“ და ნორვეგიულმა ჯგუფმა „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ უნდა ააშენონ. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. კასკადი

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: 1tv.ge




ეს სია დაფუძნებულია ამერიკული კორპორაციის მიერ, რომელიც მდებარეობს "ნიუიორკში". "S&P Global Market Intelligence" არის კორპორაცია რომელსაც გააჩნია ინფორმაცია ეკონომიკურ და ანალიტიკურ არხებზე.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: intermedia.ge




საქართველოს ბანკი განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების დანერგვას და მომხმარებელს კავკასიის რეგიონში პირველად, ინოვაციური გადახდის ექსკლუზიურ მეთოდს სთავაზობს.

საქართველოს ბანკის და საერთაშორისო გადახდების სისტემა Visa-ს თანამშრომლობით, საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ გადახდები Garmin-ის ჭკვიანი საათით განახორციელონ.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: on.ge




ბერძნული ავიაკომპანია ELLINAIR მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სალონიკისა და კუნძული კრეტას მიმართულებით სეზონურ ფრენების შესრულებას განაახლებს.

შესაბამის შეთანხმება "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა" და ELLINAIR-ს შორის შედგა.

თბილისი-სალონიკი-თბილისის მიმართულებით ფრენა BOEING 737 – 30 ტიპის თვითმფრინავებით 21 მაისიდან 17 სექტემბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება. ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 305 ლარიდან

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: pia.ge




საარსებო მინიმუმისთვის განსაზღვრული თანხა საკმარისი არ არის და, რა თქმა უნდა, არც ჩემთვის იქნებოდა საკმარისი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი განმარტებით, საარსებო მინიმუმის დათვლა მეთოდოლოგიის მიხედვით.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: 1tv.ge




2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 826 მლნ აშშ დოლარს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები) შეადგენს.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: bpn.ge




„სამ თვეში „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 403 აუქციონის შედეგად 21.2 მლნ ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსმა“ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

 

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 403 აუქციონი შედგა, რის შედეგადაც 21 291 197 ლარის სახელმწიფო ქონების პრი

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: reportiori.ge




ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში „ვაინ ენდ გურმე ჯაპან“ ღვინის 12 ქართული კომპანია მონაწილეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს საქართველო გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, რისი გათვალისწინებითაც ქართული ღვინის ორი წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ.  ანა გოდაბრელიძემ სტუმრებ

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: 1tv.ge




შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: on.ge




შემოგვიერთდით 4 მაისს და აღნიშნეთ ევროპის დღე ჩვენთან ერთად!
ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტოვიბებით ევროკავშირში გამოგზაურებთ.

ღონისძიებაზე მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის პროგრამები. ისინი წარმოგიდგენენ საქართველოში განხორცილებულ აქტივობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: European Union in Georgia




 თუ გაქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა და თვლით, რომ მას შეიძლება ჰქონდეს ბიზნეს პერსპექტივა 

ხართ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (ან პირთა ჯგუფი)

მაშინ გამოაგზავნეთ განაცხადი დღესვე 

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს 

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: სტარტაპ საქართველო




პიტერ სკენსვედი დანიის წამყვანი "სტრიტ არტისტია", ის 1993 წლიდან მოღვაწეობს ამ სფეროში და არაერთხელ ყოფილა თბილისის სტუმარი, პიტერი გვესაუბრება ქუჩის ხელოვნებაზე.
ლექცია ჩატარდება 22 აპრილს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, მედიახელოვნების ფაკულტეტის 408 აუდიტორიაში. 

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია




დასრულდა USAID/GeorgiaG4G-ის, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის G.L.I.P / GEORGIAN LAWYERS for INDEPENDENT PROFESSIONდა იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი (LPDC) ერთობლივი 2 თვიანი ახალგაზრდული ტრენინგ პროგრამა: "კითხვა-პასუხის სესიები სამართლისა და ბიზნესის სტუდენტებისთვის".

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: USAID/GeorgiaG4G




2019 წლის 14–17 მაისს მესე ფრანკფურტი გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მართავს ორ საერთაშორისო გამოფენას TECHTEXTIL 2019 + TECHPROCESS 2019.

გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ქსოვილის ფართო სპექტრი, სპორტული და პროფესიული ტანსაცმლის ნიმუშები, ტექსტილის წინასწარი და შემდგომი დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარები, ასევე, ქიმიური, მინის ბოჭკოვანი და მეტალის ძაფები, ლამინირებული ტექსტილი, ხელოვნური ტყავი და შესაფუთი მასალები.

დამატებულია: 19-04-2019
წყარო: DWV




პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (USAID WMTR II/ CENN) მეორედ აცხადებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვების კონკურსს კახეთის, აჭარის, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლებისათვის.

პირველ ჯერზე, კონკურსს, მოსწავლეების დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მის ფარგლებში 135-მა სკოლამ, ერთი თვის განმავლობაში, მთლიანობში 53,272,3 კგ მაკულატურა შეაგროვა.

დამატებულია: 15-04-2019
წყარო: USAID WMTR II Program







სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ