ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა
წყარო: ENPARD
- განაცხადის ბოლო ვადა
- 31.12.2020
- საიტზე დამატებულია
- 21.01.2019
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის ფარგლებში, კარიტასი ახორციელებს პროექტს “ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა”.
პროექტის ხანგრძლივობა: 2017 – 2020
პროგრამის საერთო მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის შემცირება, კონკრეტულად კი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებით ხულოს მუნიციპალიტეტში დასაქმების მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგები:
-
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;
-
ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ LEADER მიდგომებზე დაყრდნობით, განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
-
ადგილობრივი ბენეფიციარების (პოტენციური ქვე-გრანტორები) მიერ ბიზნესის მართვის ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, აგრეთვე მათი პროდუქციის, სერვისების თვალსაჩინოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება;
-
ადგილობრივი ბენეფიციარების მიერ სოფლის განვითარების პროექტების დაწყება, რომელთა დაფინანსებაც მოხდება სოფლის განვითარების ფონდიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
- საკონტაქტო პირი: გიორგი მურვანიძე
- ელ-ფოსტა: murvanidze@caritas.cz
- ტელ: (+995) 599 537 539
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.charita.cz/en/