ამ პროექტზე განაცხადების მიღება დასრულებულია. იხილეთ მიმდინარე პროექტები →
უნიკალური კოდი: #000087 დასრულებული

საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)

წყარო: UNDP

განაცხადის ბოლო ვადა
31.12.2022
საიტზე დამატებულია
21.01.2019

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა (ENPARD III)“.

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 – 2022 (III ფაზა)

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტრუქტურულ და სისტემურ ცვლილებებს სოფლის განვითარების გზაზე არსებული ბარიერების დასაძლევად. გარდა ამისა, დახმარება მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების მომსახურების გაუმჯობესებას და ეფექტური, მდგრადი და მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებას.

პროექტის ფარგლებში UNDP მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სათემო ორგანიზაციებთან, და კერძო სექტორთან. მოსალოდნელი შედეგები:

  • საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, და ამასთან დაკავშირებული სხვა პროგრამების, განხორციელების მართვის გაუმჯობესება.

  • სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, დასაქმებისა და სერვისების ზრდა.

  • გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მართვის გაუმჯობესება.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირება, გარემოს დაცვის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზომების გატარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • საკონტაქტო პირი: სოფო ჭიჭინაძე
  • ელ-ფოსტა: tchitchinadze@undp.org
  • ტელ: (+995) 599 196 907

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ge.undp.org